ლარი, ორდღიანი გამყარების მიუხედავად, გაუფასურებას განაგრძობს: $1 — 2,93₾

0
8

ლარი ორდღიანი გამყარების მიუხედავად გაუფასურებას განაგრძობს. დღეს, 6 აგვისტოს ლარი 40-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა.

ლარი დოლართან 3,75 თეთრით, ევროსთან კი 5,28 თეთრით გაუფასურდა.

ხვალიდან, 7 აგვისტოდან ლარის გაცვლითი კურსი იქნება:

  • $1 — 2,93₾;
  • €1 — 3,28₾.

ლარი ბოლო რამდენიმე კვირაა მუდმივად უფასურდება. ბოლო რამდენიმე დღეში, მხოლოდ ორი დღით, ლარი დოლართან და ევროსთან ეროვნული ბანკის მიერ 32,8 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ გამყარდა.