ლარი 40-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა, მათ შორის დოლართან: $1 — 2,95₾

0
6

ლარი დოლართან და 40-ზე მეტ სხვა ვალუტასთან დღეს, 8 აგვისტოსაც გაუფასურდა. ლარი დოლართან 1,5 თეთრით, ევროსთან კი 2,32 თეთრით გაუფასურდა.

ხვალიდან, 9 აგვისტოდან ლარის გაცვლითი კურსი იქნება:

$1 — 2,9488₾;
€1 — 3,3038₾.

ლარი ბოლო რამდენიმე კვირაა მუდმივად უფასურდება. ბოლო რამდენიმე დღეში, მხოლოდ ორი დღით, ლარი დოლართან და ევროსთან ეროვნული ბანკის მიერ 32,8 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ გამყარდა.