ხაზარაძე ხელისუფლებას: არაფერი გამოგივათ, რადგან საქართველოში მეგობრები არ გყავთ

0
8

ბიზნესმენისთვის ყველა ანგარიშის გაჩერება ნიშნავს, რომ ვერ მოვემსახურებით იმ ვალებს, ადგილობრივ თუ საგარეო საბანკო კრედიტებს, რომლითაც ჩვენ დღემდე ვაფინანსებდით ანაკლიის პორტს. ასევე, ეს ნიშნავს მათი გაგებით, რომ ვერ დავაფინანსებთ მოძრაობას, პარტიას, რომლის დაფუძნების თარიღსაც ძალიან მალე შეგატყობინებთ.

აქვე მინდა გითხრათ, რომ არ გამოგივათ არაფერი. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც მეგობრობა ჰქვია. რომელიც ამ ხელისუფლებას არა ყავს და ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოში და უცხოეთში. ბოლო 2 დღის განმავლობაში ისინი ყველანაირ მზადყოფნას გამოთქვამენ.