კვირა, აგვისტო 9, 2020
No menu items!
No menu items!
Home ეკონომიკა HUAWEI ციფრული ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას ქმნის - აზიისა და წყნარი...

HUAWEI ციფრული ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას ქმნის – აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნები 5G ინოვაციაში ლიდერები არიან

აზიისა და წყნარი ოკეანის ინოვაციის დღის მთავარი თემა აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ციფრული გარდაქმნა იყო. 

რიგით მეხუთე  ღონისძიება 3 სექტემბერს, ჩინეთში  ჩატარდა სადაც მთავრობის, ტექნოლოგიური ინდუსტრიის,  აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისა და რეგიონის  200-ზე მეტმა წარმომადგენელმა 5G ტექნოლოგიისა და ახალი ტექნოლგოიების მდგრადი განვითარების საკითხებზე იმსჯელა.

მათივე შეფასებით, 5G ტექნოლოგია ჭკვიანი სამყაროს ქვაკუთხედია, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. „დღეს, როდესაც უკვე 5G-ს ერაში გადავდივართ, მსოფლიოს მასშტაბით, ინდუსტრიებში ციფრული ტრანსფორმაციის კრიტიკული ეტაპის წინაშე ვდგავართ. ინდუსტრიულმა განვითარებამ უკვე ავტომატიზაციისა და გაციფრულების ეტაპს მიაღწია,“ – ითქვა ღონისძებაზე.  

„5G საჭირო დროს გამოჩნდა.  5G-ს განვითარებასთან ერთად შეიქმნება ბევრი 5G-ს მხარდაჭერის მქონე პროგრამა, რომლებიც მსოფლიოს შეცვლის. 5G, AI, IoT და ქლაუდი უკეთესს ხდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას,“ – განმარტა HUAWEI-ს საბჭოს თავმჯდომარემ და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტმა უილიამ ხუმ. 

HUAWEI,  აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში, გადამცემ ხაზებს 5G-ს უფრო სწრაფ გამოყენებაში ეხმარება. შესაბამისად, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნები ლიდერობენ 5G-ს გამოყენების კუთხით. სამხრეთ კორეა მოსფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც გააცნობიერა 5G-ს ფართომასშტაბიანი კომერციული სარგებელი. ამიტომაც,  აპრილის დასაწყისში 5G-ს გამოშვებიდან, მისი გამომწერი ადამიანების რაოდენობამ ქვეყანაში 2 მილიონს გადააჭარბა. სამხრეთ კორეა 5G-ს კომერციული გამოყენების გლობალურ ორიენტირად იქცა. ჩინეთმა 5G-ს ფართომასშტაბიანი ქსელი საპილოტე კომერციული გამოყენებისთვის შექმნა. სამმა მნიშვნელოვანმა  გადამცემმა 5G ქსელი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, პეკინში, შანხაიში, გუანჯოუსა და შენჯენიში განათავსა. გატესტილი სიგნალის გადაცემის მაჩვენებელი 1 Gbps-ს შეადგენს, ანუ ეს იმას  ნიშნავს, რომ 1080P რეზოლუციის HD ფილმის გადმოწერას მხოლოდ 1 წამი სჭირდება. .

5G უკვე რეალობაა. მსოფლიოს გარშემო ის უკვე  20 ქვეყანაშია წარდგენილი, ხოლო 33 სხვა ქვეყანაში 5G-ს სპექტრი  გავრცელდა. HUAWEI – მ  ციფრული ეკონომიკის განვითარების ახალი შესაძლებლობა შექმნა.

კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 5G-სთან დაკავშირებით უკვე 50-ზე მეტი კომერციული კონტრაქტი გააფორმა და 200 000 მასიური MIMO AAU-ები გაგზავნა. 5G-ს საპილოტე კომერციულ გამოყენებასა და 5G ინოვაციური პროგრამების აქტიურ გამოკვლევაში HUAWEI-ს მიზანია,  შექმნას დიდი გამოცდილების მქონე ყველაზე უსაფრთხო და განვითარებული 5G პროდუქტები და პროგრამული უზრუნველყოფა. კომპანია ცდილობს, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, გადამცემების მიერ,  5G-ს უფრო სწრაფად გავრცელებას და მისი უპირატესობების სრულად წარმოჩენას შეუწყოს ხელი. ამით  შესაძლებლობას აძლევს  ინდუსტრიებს გააუმჯობესონ თავიანთი სოციალური ეფექტურობა და დააჩქარონ ინდუსტრიის ციფრული გარდაქმნა. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Presa.Gehttp://presa.ge
დღის მნიშვნელოვანი ახალი ამბები. ჩვენ მოვიპოვებთ, ვამუშავებთ და ვავრცელებთ ინფორმაციას პოლიტიკის, ეკონომიკის, ხელოვნების, სპორტისა და სხვა სფეროების შესახებ.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები