აბრეშუმის გზის ვახშმის 7 საოცრება Hennessy X.O.-საგან

0
26

Hennessy X.O.-მ ლეგენდარულ აბრეშუმის გზაზე დაბრუნება თბილისში, სამედიცინო ველნეს კურორტ “ბიოლში” ექსკლუზიური ვახშმით აღნიშნა, რომელიც პროექტს — “ოდისეა აბრეშუმის გზაზე 2.0: Hennessy X.O.-ს” მიეძღვნა.

[embedded content]

Hennessy X.O.-ს მენიუ, რომელიც სტუმრებს მიშლენის მოწვეულმა ფრანგმა შეფმა ფანი რეიმ და მისმა ქართველმა კოლეგამ თეკუნა გაჩეჩილაძემ წარუდგინეს, მსოფლიოში სახელგანთქმული კონიაკის 7 სადეგუსტაციო ნოტითა იყო შთაგონებული: მწველი ცეცხლი, შოკოლადის ხავერდოვნება, მზარდი მხურვალება, ხის ისტორია, პიკანტური ზღვარი, ტკბილი ნოტები და უსასრულო ექო.

ფოტო: Gwenn Dubourthoumieu

Hennessy-მ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გაეაზრებინა მოგზაურობისა და აღმოჩენების იდეა და აბრეშუმის გზას დაადგა. გზას, რომელიც ყოველთვის იყო სიახლის გავრცელებისა და თავგადასავლების წყარო. ამჯერად მოგზაურობა კულინარიულ ხასიათის ატარებს და ერთმანეთს აბრეშუმის გზაზე სხვადასხვა კულინარიულ ტრადიციასა და განსხვავებული ეროვნების შეფ-მზარეულებს ახვედრებს.

ფოტო: Gwenn Dubourthoumieu

Le Guide Michelin-ის კურატორობით, 7 შეფ-მზარეული აბრეშუმის გზაზე Hennessy X.O.-ს ოდისეას შეუერთდა მდიდარი და გასაოცარი კულტურული გამოცდილებებისათვის. საქართველოს უნიკალურობების აღმოჩენაში მიშლენის შეფ-მზარეულ ფანი რეის ქართველი შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე დაეხმარა. Hennessy X.O.-თი შთაგონებულმა მენიუმ ქართული გემოების დახვეწილი შტრიხები შეიძინა.

ფოტო: Gwenn Dubourthoumieu

“ეს პროექტი უაღრესად გაამდიდრებს ჩვენს გამოცდილებას. ახალი კულტურების, ადამიანების, რეცეპტების, ტრადიციების, გემოების გაცნობა შთაგონების წყაროა. სწორედ ასეთი მოგზაურობები მაძლევს ახალ იდეებს”, — განაცხადა ვახშმის შემდეგ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა შეფმა ფანი რეიმ:

“ქართული სამზარეულო ნამდვილად ინტენსიური გემოს სამზარეულოა. საინტერესო, სტრუქტურული გემო უჩვეულო რელიეფით. მიყვარს ასეთი სამზარეულო, ცოცხალი გემოს შეგრძნება. ვგრძნობ, რომ ქართული სამზარეულო და სუფრა უხვია. ის საკუთარ თავში არა მხოლოდ მზადების, არამედ გაზიარების ტრადიციასაც მოიცავს. სწორედ ეს ქმნის ქვეყნის იდენტობას. სწორედ ეს არის პროფესიონალებისთვის ყველაზე საინტერესო”.

ფოტო: Gwenn Dubourthoumieu

საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში დაფუძნებული კომპანია Hennessy 250 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უპირობო ლიდერია კონიაკის წარმოებაში. დამფუძნებლის, რიჩარდ ჰენესის სულისკვეთებით შექმნილი ბრენდი 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. საკულტო კონიაკის სახლი დღესაც LVMH Group-ის ნამდვილი საგანძური და სავიზიტო ბარათია. Hennessy-ს საფრანგეთის საერთაშორისო ვაჭრობაში უდიდესი წვლილი შეაქვს, მისი პროდუქციის 99% ექსპორტზე იყიდება და ის საფრანგეთის “ART DE VIVRE”-ის მსოფლიო ელჩია. “ჰენესის” ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია “გდ ალკოა”.