16.6 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

m²-ის კონსტრუქტ2 შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების კურსს იწყებს

- Advertisement -
- Advertisement -

22 ნოემბრიდან m² უძრავი ქონების სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2 შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების ორწლიან სასწავლო კურსს იწყებს. კურსზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების კურსის მსმენელები შეისწავლიან და შეიმუშავებენ დასაქმებულთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მექანიზმებს, შექმნიან პირობებს ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფენ შრომის დაცვითი ღონისძიებების დანერგვასა და მართვას. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ შეაფასონ პროფესიული დაზიანებები და აკონტროლონ რისკი, დაიცვან ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების წესები, გაწიონ პირველადი გადაუდებელი დახმარება, შეაფასონ გარემოზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედება და სხვა.

ამჟამად კონსტრუქტ2 ქვეყანაში ერთადერთი სასწავლებელია, რომელიც მშენებლობის მიმართულებით სრულიად უფასოდ არა მხოლოდ უმაღლესი დონის განათლებას იძლევა, არამედ ზრუნავს კურსდამთავრებულების წამყვან სამშენებლო კომპანიაში დასაქმებაზე.

“გახსნიდან რამდენიმე თვეში, კონსტრუქტ2 პროფესიული ხელობის შემსწავლელი საუკეთესო და ნოვატორი კოლეჯის სახელს იმყარებს და ახალი კურსის დამატებით სიახლესაც გთავაზობთ. საქართველოს სამშენებლო ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დამკვიდრება და, ამ გზით, დასაქმებულთა უსაფრთხოებაზე და სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ჩვენს უპირველეს მოვალეობად მიგვაჩნია. სწორედ ამიტომ კონსტრუქტ2-ში აღნიშნული კურსის შემოტანას პროცესის ბუნებრივ გაგრძელებად განვიხილავთ”, — ამბობს კოლეჯ კონსტრუქტ2-ის დირექტორი თამარ ზაქარაშვილი.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news