ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home ეკონომიკა დათო ტურაშვილი: „თავისუფლების ქარხანა“ ხელს შეუწყობს თავისუფალი საზოგადოების შექმნას

დათო ტურაშვილი: „თავისუფლების ქარხანა“ ხელს შეუწყობს თავისუფალი საზოგადოების შექმნას

იციივო ჯმა თავიის ქარხისეისა და პლატფორმის ეზ გამართა, სადაც ორგანიზატორებმა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ  თავისუფლების იდეის „დისტრიბუცია“ წლის ბოლომდე დაიწყება. ერთი სიტყვით, სივრცე, რომელიც თბისში, ვიის ქარხაა #1ის იტორიზე, პეტრიაშვილის #1-ში შეება,  ეს იქნება სრალანსხვავეი ივაციური, კუურულატფრმალღმჩენეის, შოქანისის, ვლეის ყვარუიროვნეისვი, ვლ, ისა რთობის მსურველვი. 

თავისუფლების ქარხანაარის მათთვის,  ვისთვისაც მთავარია თავისუფლება“ – ამის შესახებ მწერალმა, დათო ტურაშვილმა „თავისუფლების ქარხნისიდეისა და პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა, შეიქმნება შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი.

„თავისუფლების ქარხნის“ იდეა ძალიან მომწონს. სანდრო კაკულიას ეკუთვნის სახელწოდება „თავისუფლების ქარხანა“-მარტივად და  გენიალურად მოხდა ამ სიტყვების მოძებნა. „თავისუფლების ქარხანა“, როგორც ყველა ქარხანა დედამიწაზე უნდა ქმნიდეს პროდუქციას, რაღაცას უნდა  აწარმოებდეს. ვფიქრობ, „თავისუფლების ქარხნის“ გენიალური ფუნქცია იქნება თავისუფალი ადამიანის შექმნა. ეს იქნება ღია საზოგადოება, აბსოლუტურად თავისუფალი. თავისთავად ეს სიტყვა „თავისუფლების ქარხანა“ გვაიძულებს ამ პრინციპით იარსებოს ამ სივრცემ. დავით სარაჯიშვილი უდიდესი მეცანატი იყო. ყველა ვინც მე-19 საუკუნეში განათლება მიიღო და  მე-20 საუკუნის საქართველოს შექმნა, მათი დიდი ნაწილი დავითის დაფინანსებულია. ერთადერთი, ვისაც არ აფინანსებდა ეს ვანო სარაჯიშვილი იყო. მხოლოდ იმიტომ არ აფინანსებდა რომ გვარად სარაჯიშვილი იყო. არ უნდოდა ვინმეს, ნეპოტიზმზე ეფიქრა. დავითის სახელს უკავშირდება  სახლი, რომელიც მაჩაბელზეა.  ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ იქ მწერალთა კავშირი იყო 70 წელი, უფრო ადრეც 1917 წელს შეიქმნა მწერალთა კავშირი, თუმცა ფუნქციურად შემდეგ გახდა საბჭოური სტრუქტურა. სინამდვილეში, დავით სარაჯიშვილის ოცნება იყო არამარტო მწერლებისთვის, არამედ ყველა ხელოვანისთვის შექმნილიყო სივრცე.  იქ უკვე არსებობს მწერალთა სახლის ტრადიცია. ის ადგილი დაკავშირებულია ლიტერატურასთან, მწერლებთან, პოეტებთან, ამიტომ  „თავისუფლების ქარხნის“ შექმნის იდეა მართლა ძალიან კარგია. ეს იქნება ის სივრცე, სადაც არამხოლოდ მწერლები და პოეტები ივლიან, არამედ ივლის  ყველა, ვისთვისაც მთავარი არის თავისუფლება. ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი, ნებისმიერი ხელოვანი ივლის აქ!,“ -ამბობს დათო ტურაშვილი.

მწერალმა, პრეზენტაციაზე საქართველოს ისტორიის არაერთი ფრაგმენტი გაიხსენა და თავისუფლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც დათო ტურაშვილი ამბობს „თავისუფლება არ არსებობს იქ სადაც არ არის სამართალი“

„სამწუხაროდ, ისე მოხდა რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ჩვენ ვერ შევქმენით ისეთი თავისუფალი საზოგადოება, რომელიც განაპირობებს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას.“,-ამბობს ტურაშვილი. მისივე, თქმით, მიუხედავ იმისა რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა გაცილებით რთული აღმოჩნდა თავისუფლების დაბრუნება: „დამოუკიდებლობა კი დავიბრუნეთ მაგრამ, გაცილებით რთული აღმოჩნდა თავისუფლება. თავისუფლება არ არსებობს იქ სადაც არ არის სამართალი. სანამ ჩვენ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, სასამარლო  ვერ იქნება სამართლიანი. ეს არის გამორიცხული”.

„თავისუფლების ქარხანაში“ იქნება სალექციო სივრცეც , სადაც ადამიანი, რომელიც მოვა წავიდეს იმაზე  თავისუფალი ვიდრეს ის იყო: “რა თქმა უნდა, ყველა განათლებული ადამიანი  არ არის თავისუფალი. განათლება არის მთავარი რომ იმაზე მეტად თავისუფლები ვიყოთ ვიდრე ვართ”.

„თავისუფლების ქარხანა“ ხელს შეუწყო  თავისუფალი საზოგადოების შექმნას, რომლისთვისაც ცალსახად მნიშვნელოვანი იქნება  3 მთავარი პირნციპი: სასამართლო დამოუკიდებულება, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და რა საკვირველია საკუთრების ტრადიციის შექმნა.

სამწუხაროდ, ჩვენ იმდენი საუკუნე არ ვიყავით თავისუფლები, იმდენ ხანს ვიყავით დაპყრობილი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი ფუნდამენტი დაგვისხლტებოდა და თავიდან ვიწყებდით ხოლმე. მინდა ჩვენი „თავისუფლების ქარხანა“ იყოს ყველაზე დიდი წყარო თავისუფალი საზოგადოების შესაქმნელად, რომელიც არ დაუშვებს იმას, რაც რამდენჯერმე განმეორდა. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ბედი სხვებს მივანდეთ, ჩავთვალეთ რომ ისინი მიხედავენ. ეს კი ასე არ აღმოჩნდა…“ განაცხადა დათო ტურაშვილმა.

Presa.Gehttp://presa.ge
დღის მნიშვნელოვანი ახალი ამბები. ჩვენ მოვიპოვებთ, ვამუშავებთ და ვავრცელებთ ინფორმაციას პოლიტიკის, ეკონომიკის, ხელოვნების, სპორტისა და სხვა სფეროების შესახებ.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები