ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home ეკონომიკა სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-ში სასწავლო პროცესი დაიწყო

სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-ში სასწავლო პროცესი დაიწყო

9 დეკემბერს, 12 საათზე სამშენებლო კოლეჯმა კონსტრუქტ2-მა მოკლევადიანი მომზადების პროგრამასა და შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალობებზე სასწავლო პროცესი დაიწყო.

აღნიშნული პროცესის ფარგლებში, მსმენელებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯის რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის, ასევე, სრული საქმიანობის, პროფესიული განათლების აქტუალობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

კოლეჯის დირექტორმა, თამარ ზაქარაშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა მსმენელებსა და პროფესიულ სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს.

მოკლევადიანი მომზადების პროგრამა წარმატებული პროექტია, რომელიც უკვე მესამედ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ კონსტრუქტ2-მა, ავტორიზაციის ფარგლებში, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე პროფესიული სტუდენტები პირველად მიიღო. პროგრამა მიზნად ისახავს კვალიფიკაციური კადრების მომზადებას, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის დაცვითი ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების სფეროში კვალიფიკაციური კადრების მომზადება, განსაკუთრებით მათი, ვის შემდგომ დასაქმებაზეც ჩვენი კოლეჯი და m² ჯგუფი იზრუნებს. განსაკუთრებით აღვნიშნავდი შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებებს. ამ პროგრამაზე დღეს პირველი ნაკადი მივიღეთ, ჩვენს სტუდენტებს კი ვპირდებით, რომ ისეთი ხარისხის ცოდნას მივაწვდით, რომელიც მათ პროფესიონალებად ჩამოაყალიბებს. ეს არის წარმატებული პროექტი, სახელმწიფოსთვის რეალური და საჭირო პერსპექტივით. მიხარია, რომ ჩვენმა ახალმა მსმენელებმა, სწორედ ჩვენს კოლეჯზე შეაჩერეს არჩევანი, რადგან ნამდვილად ვართ წარმატების გარანტ”, — ამბობს კოლეჯ კონსტრუქტ2-ის დირექტორი თამარ ზაქარაშვილი.

On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები