14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

ეკონომიკის მინისტრი და მისი 2 მოადგილე დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის დაჯარიმდნენ

- Advertisement -
- Advertisement -

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და მისი ორი მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი და აკაკი საღირაშვილი დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის დაჯარიმდნენ. ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის ანგარიშშია საუბარი. დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის თანამდებობის პირი ჯარიმდება ხელფასის 20 პროცენტით, არანაკლებ 500 ლარით.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ნათია თურნავას დეკლარაციაში ქმრის შემოსავალ/გასავალთან დაკავშირებით ცდომილებაა დაფიქსირებული. რაც შეეხება დავით თვალაბეიშვილს, დეკლარაციაში მისი და მისი ოჯახის წევრების ანაზღაურება არასწორადაა მითითებული. ეკონომიკის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს, აკაკი საღარაშვილს კი ცდომილება ჰქონდა ნაშთში, ასევე, საკუთარ ხელშეკრულებით მიღებულ მატერიალურ შედეგში.

გარდა ამისა, ნათია თურნავას კიდევ ერთ მოადგილე, გენადი არველაძეს დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის გაფრთხილება მისცეს.

საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეებიდან ნახევარზე მეტს დეკლარაცია დარღვევებით აქვს შევსებული. უწყებაში აცხადებენ, რომ შეამოწმეს 596 თანამდებობის პირი, რომელთაგანაც 254 დააჯარიმეს, 75 კი გააფრთხილეს. მათივე თქმით, ერთი თანამდებობის პირის დეკლარაცია პროკურატურაში გადაიგზავნა.

უწყების განცხადებით, უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 63%-ს დარღვევა ჰქონდა საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლის არასწორად დადეკლარირების გამო. ასევე, 63% უარყოფითად შეფასდა ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო.

მათივე თქმით, დარღვევების 41% მოდიოდა უძრავი ქონების გამოტოვებასა ან/და არასწორად მითითებაზე, 38% საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების არასრულად შევსებაზე, 24% კი ისეთი სამეწარმეო საქმიანობების გამოტოვებაზე, რომლებსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ბრუნვა არ ქონდათ.

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ დარღვევების 22%-ში დეკლარანტს არ ჰქონდა სწორად დაანგარიშებული ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი, ან არ იყო დადეკლარირებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ დეკლარირებისათვის სავალდებულო ზღვარს.

დეკლარაციების11%-ის უარყოფითად შეფასება კი იმან განაპირობა, რომ დოკუმენტები კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინეს.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news