14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

ლიბერთი ბანკსა და ევექსი კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

- Advertisement -
- Advertisement -

დღეიდან,  ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ.

ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები,  ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე სპეციალურად  მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

მომსახურების მიღება შესაძლებელია, საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში და ქსელში არსებულ ნიუ დენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში. პროექტის ფარგლებში ფასდაკლება ვრცელდება ექოსკოპიაზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, სხვა რადიოლოგიურ, ლაბორატორიულ კვლევებსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე.

„სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. რის შედეგადაც, ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის წარმომადგენლები, სხვადასხვა პრივილეგირებული მომსახურებითა და პირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ.

ვიმედოვნებთ, რომ ევექსი კლინიკების ქსელთან  თანამშრომლობით, ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.’ – განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი. მოხარული ვართ, რომ ევექსი კლინიკები ჩაერთო ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში. პროექტის ფარგლებში, ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს ევექსი კლინიკებში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე უპრეცენდენტო ფასდაკლება შევთავაზეთ. ევექსი კლინიკები მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ მოსახლეობაში დაავადებათა სკრინინგის, ადრეული გამოვლენის, რეგულარული მონიტორინგის კულტურა დაინერგოს და ეს პროექტი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით.“ – განაცხადა „ევექსი კლინიკების“ დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: [email protected]

“ევექსი კლინიკები” საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ჯგუფი 2015 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.

„ევექსი კლინიკები” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია. ქსელურობა კომპანიას საშუალებას აძლევს განახორციელოს პაციენტების ეფექტური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის: www.evexclinics.ge; მედია კონტაქტი: 5 97 700 222

- Advertisement -
Presa.Gehttp://presa.ge
დღის მნიშვნელოვანი ახალი ამბები. ჩვენ მოვიპოვებთ, ვამუშავებთ და ვავრცელებთ ინფორმაციას პოლიტიკის, ეკონომიკის, ხელოვნების, სპორტისა და სხვა სფეროების შესახებ.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news