საწვავი კიდევ გაძვირდა

0
25

საწვავზე ფასები ზოგიერთ ქსელში კიდევ გაიზარდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანია “ლუკოილის” დირექტორის მოადგილემ, შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, “ლუკოილის” ქსელში საწვავის ფასები დღეს დილიდან 2-დან 5 თეთრამდე გაიზარდა. 

მისივე თქმით, ფასებთან დაკავშირებით სამომავლო ტენდენცია ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებთანაა დაკავშირებული. 

ამჟამად “ლუკოილში” საწვავზე ფასები ასეთია – Euro Super 2.19 ლარი ღირს, Premium Avantgarde – 2.09 ლარი, Euro Regular – 1.93 ლარი და Euro Diesel – 2.07 ლარი.

ბოლო ერთ კვირის განმავლობაში საწვავზე ფასები კომპანია “გალფმაც” გაზარდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანიის წარმომადგენელმა, ნინო ჯიბლაძემ განუცხადა, სხვადასახვა პროდუქტზე ფასები 3-დან 5 თეთრამდე არის მომატებული. მისივე თქმით, აღნიშნული საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების მატებითაა განპირობებული. 

კომპნია “გალფში” საწვავზე ფასები ასე გამოიყურება – G-force Premium – 2.15 ლარი, G-force Euro Regular – 2.09 ლარი, Regular – 1.99 ლარი, Euro Diesel – 1.96 ლარი, G-force Euro Diesel – 2.12 ლარი. 

კომპანია “რომპეტროლში” მომხმარებელს საწვავის შეძენა შემდეგ ფასად შეუძლია – Efix Super Euro – 2.24 ლარი, Efix Euro Premium -2.14 ლარი, Euro Regular – 1.93 ლარი, Efix Euro Diesel – 2.14 ლარი, Euro Diesel – 1.94 ლარი.

კომპანია “ვისოლში” მომხმარებელს EKO Super-ის შეძენა 2.14 ლარად, EKO Premium-ის 2.09 ლარად, EKO Regular-ის 1.96 ლარად, EKO Diesel-ის 2.07 ლარად, EKO Super 100-ის – 2.30 ლარად, Euro Regular-ის – 1.93 ლარად, Diesel Energy-ის – 1.92 ლარად შეუძლია.

კომპანია “სოკარში” ამჟამად Super – 2.14 ლარი ღირს, Nano Premium – 2.04 ლარი, Euro Regular- 1.93 ლარი, Nano Regular- 1.90 ლარი, Nano Diesel – 1.89 ლარი, Euro diesel – 2.07 ლარი. 

რაც შეეხება “ფრეგოს”, საწვავის ფასები ასე გამოიყურება – Premium – 1.94 ლარი, Euro Regular- 1.83 ლარი, Euro Diesel 3- 1.84 ლარი, Euro Diesel 5- 1.89 ლარი. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here