გერმანიაში Amazon-ის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

გააზიარე ....
Share with your friends










Submit

გერმანიაში, Amazon-ის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ოთხი ცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ. ამის შესახებ CNBC წერს.

გაფიცულები სააღდგომო პერიოდში კომპანიის იმ თანამშრომლებს შეუერთდნენ, რომლებმაც მანამდე გამოთქვეს უკმაყოფილება ანაზღაურებისა თუ სამუშაო პირობების შესახებ.

Amazon-ის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები იმ ხანგრძლივი კამპანიის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიმართა.

Amazon-ში განმარტავენ, რომ გერმანიის მასშტაბით საპროტესტო აქციებში კომპანიის თანამშრომლების ძალიან დაბალი პროცენტი მონაწილეობს. მათი თქმით, პროტესტის ეს ფორმა მომხმარებელთა შეკვეთების დროულად მიწოდებაზე ზეგავლენას არ მოახდენს.