ევროკომისია ნორვეგია-პოლონეთის გაზსადენის მშენებლობას 200 მილიონი ევროთი დააფინანსებს

გააზიარე ....
Share with your friends










Submit

ევროკომისია გაზასადენის Baltic Pipe-ს მშენებლობისთვის, რომელიც პოლონეთს, დანისა და ნორვეგიას დააკავშირებს, დამატებით თანხებს გამოყოფს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ამ პროექტზე დაახლოებით 215 მილიონი ევროს გრანტის გამოყოფის შესახებ შეთანხმება ბრიუსელში დღეს გაფორმდა.

Baltic Pipe-ის საშუალებით 2022 წლიდან ჩრდილოეთ ზღვიდან პოლონეთში, შემდეგ კი ბალტიის ქვეყნებში გაზის მიწოდება განხორციელდება. გარდა ამისა, გზასადენით პოლონეთდან გაზის ტრანსპორტირება დანიასა და შვედეთში მოხდება.

მანამდე ბრიუსელმა თანხა პროექტის ეკონომიკური და ტექნიკური შეფასებისთვის გამოყო.