საქსტატი: ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 321 ლარია

გააზიარე ....
Share with your friends










Submit

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მარტის თვის საარსებო მინიმუმი განსაზღვრა, რომელმაც 181 ლარი შეადგინა. ეს მონაცემი ორი ლარითაა მეტი წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 288 ლარია, ოთხსულიანი ოჯახის 321 ლარი, ხუთსულიანი ოჯახის კი 361 ლარი.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია “საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.