საფრანგეთის სახანძრო სამსახურში დარწმუნებულები არ არიან, რომ ტაძარში ცეცხლის გავრცელების შეჩერებას შეძლებენ

გააზიარე ....
Share with your friends










Submit

„ფრანს პრესი“-ს ინფორმაციით, საფრანგეთის სახანძრო სამსახურში დარწმუნებულები არ არიან, რომ პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის გავრცელების შეჩერებას შეძლებენ.

ცეცხლი საფრანგეთის მთავარ საკათედრო ტაძარში ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხაებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.