პარიზის ღთისმშობლის ტაძრის სიახლოვეს ხალხი დაჩოქილი ლოცულობს…

გააზიარე ....
Share with your friends










Submit

პარიზის ღთისმშობლის ტაძრის სიახლოვეს ხალხი დაჩოქილი ლოცულობს. მეხანძრეები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. როგორც ისინი აცხადებენ, მხოლოდ კონსტრუქციის გადარჩენა მოხერხდა

მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლორან ნუნესი აცხადებს, რომ საკათედრო ტაძრის ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია გადარჩენილია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 ზე მეტი  მეხანძრე და 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, მთელი ძალისხმევა ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთის კოშკის გადარჩენისკენაა მიმართული. ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლებიამბობენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.