ირაკლი ბუღრიძე – მწვრთნელებმა ჩათვალეს, რომ გუნდთან ადაპტაცია უკვე გავიარე – 1TV

გააზიარე ....
Share with your friends










Submit

ირაკლი ბუღრიძე – მწვრთნელებმა ჩათვალეს, რომ გუნდთან ადაპტაცია უკვე გავიარე

ირაკლი ბუღრიძე ბელგიის პირველი დივიზიონის „ბეერსჰოტში“ 2019 წლის იანვარში გადავიდა და ევროპაში დასამკვიდრებლად პირველი ნაბიჯები გადადგა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს თავიდან არ ათამაშებდნენ, მაგრამ ბოლო ორი შეხვედრაა, რაც თავის გამოჩენის შანსი მიეცა და „ეუპენთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ბუღრიძე მიიჩნევს, რომ ამ ქვეყანაში დასამკვიდრებლად ქართველ ფეხბურთელებს უკეთესი ფიზიკური მომზადება სჭირდება.

„ინგლისური ვიცი და თანაგუნდელებთან ურთიერთობას თავიდანვე იოლად ვახერხებდი. მაგრამ საქართველოდან უცხოეთში წასულ ფეხბურთელებს ყველაზე მეტ პრობლემას ფიზიკური გამძლეობა უქმნის. ამისთვის საჭიროა არამხოლოდ დიდი დატვირთვებით ვარჯიშები, არამედ სისტემატიურად მაღალ ტემპში თამაშსაც უნდა შეეჩვიო“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ირაკლი ბუღრიძე.

21 წლის ფეხბურთელის თქმით, ყველაზე რთული პერიოდი უკან ჩამოიტოვა.

„მწვრთნელებმა ჩათვალეს, რომ გუნდთან ადაპტაცია უკვე გავიარე და სათამაშო დრო სწორედ ამიტომ მომცეს. თუმცა, თავის დასამკვიდრებლად მთავარი ეტაპი წინაა. ბელგიურ ფეხბურთი ევროპაში და საერთოდ, მსოფლიოშიც ერთ-ერთი საუკეთესოა და ვერ ვიტყვი, რომ ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებ. ამ ეტაპზე ჩემს ფიზიკურ მომზადებას 10-ქულაინ სისტემაში ექვსი ქულით შევაფასებდი – ამ კუთხით აუცილებლად უნდა მოვუმატო“, – აცხადებს ირაკლი ბუღრიძე.