ზინედინ ზიდანი: “რეალი” მომავალ სეზონში უეჭველი უკეთესად ითამაშებს

გააზიარე ....
Share with your friends










Submit

ლა ლიგას 32-ე ტურში “ლეგანესთან” ნამატჩევს (1:1) “რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი შეგირდების გარჯით უკმაყოფილო იყო და ეს არც დაუმალავს.

“პირველი ტაიმი არ მომეწონა, მეორე უკეთესი იყო. წაგებას გადავურჩით.

არაფრის ლაპარაკი არ ღირს, უკეთესად შეგვიძლია თამაში. შთაბეჭდილება ძალიან კარგი არ დამრჩა, თუმცა, ცუდსაც ვერ ვიტყვი, რადგან ეს გუნდი სახლში ბევრ გოლს არ უშვებს.

ვიცით, ამ სეზონში ვერაფერს ვერ მოვიგებთ, ექვსი მატჩი დაგვრჩა და უკეთ უნდა ვიასპარეზოთ.

მომავალ სეზონში უეჭველი უკეთ ვითამაშებთ, თუმცა ეს ახლავე უნდა დავიწყოთ.

ბენზემა კარგ სეზონს ატარებს, განსაკუთრებით

გატანილი გოლებით თუ ვიმსჯელებთ. ფანტასტიკური ფეხბურთელია, გუნდზე თამაშობს და ჭორებს ყურადღებას არ აქცევს”, – ციტირებს ზიდანს As-ი.