რუსეთის დუმის სპიკერი მიიჩნევს, რომ საჭიროა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის, გიგი წერეთლის რუსეთში მიპატიჟება

0
19

რუსეთის დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, საჭიროა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის გიგი წერეთლის რუსეთში მიპატიჟება, რათა მან წარმოადგინოს ანგარიში რუსი პარლამენტარების წინაშე რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებული ვითარების განსამარტად. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„სახელმწიფო დუმის საბჭოზე საუბარი იყო განხილვის ფორმატთან დაკავშირებით. ყველა შეთანხმდა, რომ საჭიროა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოპატიჟება, რათა ჩვენი პარლამენტარების წინაშე წარმოადგინოს ანგარიში იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ასამბლეაში გადასახადის შემომტანები ვართ და გვაქვს უფლება“, – განაცხადა ვოლოდინმა.

მისი თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სხდომაზე რუსეთის დელეგაციასთან მიმართებით რეგლამენტი დაარღვია, რასთან დაკავშირებითაც, დუმაში ამ ვითარებას გააანალიზებენ.

როგორც ცნობილია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ რიგი ანტირუსული რეზოლუციები მიიღო, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა წარმოადგინეს.