რუსი დეპუტატი – საქართველოს ალტერნატივა რუსი ტურისტებისთვის აფხაზეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი შეიძლება გახდნენ

0
17

აფხაზეთი და კავკასიის სხვა მიმართულებები შესაძლოა, გახდეს რუსებისთვის ქართული ტურისტული მიმართულების ალტერნატივა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დუმის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი კრივანოსოვმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ასეთი მოვლენები ხდება, რადგან ეს ქვეყანა ყოველთვის ძმური და ისტორიულად ახლობელი იყო.

ის დარწმუნებულია, რომ თუკი არის მთავრობის რეკომენდაცია საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებაზე, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები იქ არ გაემგზავრებიან.

„ეს დარტყმას მიაყენებს არა რუს ტურისტებს, არამედ საქართველოს ეკონომიკას. მაქვს ინფორმაცია, რომ ახლა აფხაზეთში რუსი ტურისტების დაინტერესების ტალღაა. იმ ტურისტებს, ვისაც კავკასიის სეგმენტი იზიდავს, აფხაზეთზე არიან ორიენტირებულნი. არის სხვა სეგმენტიც. მართალია, სრულიად არა, მაგრამ აზერბაიჯანი და სომხეთიც შეძლებენ გახდნენ საქართველოს ალტერნატივა“ – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.