ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, კვიპროსის სიახლოვეს ბურღვითი სამუშაოებისგან თავი შეიკავოს – 1TV

0
5

ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, კვიპროსის სიახლოვეს ბურღვითი სამუშაოებისგან თავი შეიკავოს

ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, კვიპროსის სიახლოვეს ბურღვითი სამუშაოებისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელ ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია ნათქვამი.

„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს თურქეთის მიერ გაცხადებული გეგმა, რომელიც კვიპროსის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბურღვითი სამუშაოების ჩატარებას აპირებს. ეს უკვე მეორე მსგავსი ოპერაციაა ბოლო ორ თვეში და წარმოადგენს მიუღებელ ესკალაციას, რომელიც არღვევს კვიპროსის სუვერენიტეტს“, – წერია განცხადებაში.

როგორც მოგერინის უწყებაში აცხადებენ, ევროკავშირი თურქეთის ამ ქმედებაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ბურღვითი სამუშაოების დაწყებას თურქეთი ამ კვირაში გეგმავს. მათი მიზანი ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების ძიებაა.