დონალდ ტრამპმა აშშ-ში ბრიტანეთის ელჩი გააკრიტიკა – 1TV

0
6

დონალდ ტრამპმა აშშ-ში ბრიტანეთის ელჩი გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში ბრიტანეთის ელჩი გააკრიტიკა. ტრამპის თქმით, ის ბრიტანელ დიპლომატთან მუშაობას აღარ გააგრძელებს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. მისი თქმით, კიმ დაროკს პირადად არ იცნობს, თუმცა „აშშ-ში ბრიტანელ დიპლომატზე კარგს არვინ ფიქრობს“.

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაროკისა და ლონდონის მიმოწერა მედიამ გაასაჯაროვა. წერილებში ბრიტანელი დიპლომატი ტრამპს „არაკომპეტენტურს“, ხოლო მის მთავრობას „არაპროგნოზირებადს“ უწოდებს.

როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა განაცხადა, ლონდონი სკანდალს იძიებს და დამნაშავეებს სერიოზული სასჯელი ელით. ამასთან, ჰანტმა განაცხადა, რომ წერილებში გამოთქმული შეფასებები პირადად ელჩის შეხედულებაა, ხოლო დიდი ბრიტანეთის მთავრობა ტრამპის მუშაობით კმაყოფილია და მას ეფექტურს უწოდებს.