ავღანეთში ავიადარტყმას ერთი ოჯახის 7 წევრი შეეწირა

0
6

ავღანეთში, ავიადარტყმას ერთი ოჯახის 7 წევრი, მათ შორის ქალები და ბავშვები შეეწირა. იერიში „თალიბანის“ წევრებზე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მის ნაცვლად რაკეტა სანგარს ასცდა და გვერდით მდებარე სოფელში სახლს მოხვდა. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. საჰარო დარტყმა განხორციელდა ქალაქ პული-ხუმრის მახლობლად. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს არ დაუზუსტებია თავდასხმა განახორციელეს ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თუ ნატო-ს სამხედროებმა.