ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home მსოფლიო ერდოღანი: თურქეთი არაბების თავშესაფრად იქცა... ამ წუთებში სირიიდან ჩვენსკენ დამატებით 250 000...

ერდოღანი: თურქეთი არაბების თავშესაფრად იქცა… ამ წუთებში სირიიდან ჩვენსკენ დამატებით 250 000 ადამიანი მოემართება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯერ ტაიფ ერდოღანის თქმით, სირიის იდლიბის რეგიონიდან თურქეთის მიმართულებით დამატებით 200 000-250 000 ადამიანი მიემართება. 

“ზუსტად ახლა, 200 000 – 250 000 მიგრანტი ჩვენი საზღვრებისკენ მოემართება. ჩვენ ვცდილობთ ისინი შევაკაოთ, მაგრამ ეს ადვილი არაა, ეს რთულია!“-განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ერდოღანის თქმით, თურქეთი უმეტესად არაბების თავშესაფრად იქცა.

„შეხედეთ, არაბთა ლიგა გადაწყვეტილებებს თურქეთის გარეშე იღებს. ვის ვმასპინძლობთ ჩვენ დღეს? თითქმის 4 მილიონ სირიელ ლტოლვილს, რომლებიც არაბები არიან. მხოლოდ 350 000 მათგანია ქურთი“,-განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის დახმარებით ინტენსიურად ახორციელებს იდლიბის რაიონის დაბომბვას.

იდლიბის პროვინცია სირიის ამბოხებული ძალების მიერ კონტროლირებადი ბოლო რეგიონია. ადგილობრივი ორგანიზაციების ცნობით, ტერიტორია ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა.

Presa.Gehttp://presa.ge
დღის მნიშვნელოვანი ახალი ამბები. ჩვენ მოვიპოვებთ, ვამუშავებთ და ვავრცელებთ ინფორმაციას პოლიტიკის, ეკონომიკის, ხელოვნების, სპორტისა და სხვა სფეროების შესახებ.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები