ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home მსოფლიო "მთელი ცხოვრება იბრძოდა. ჯარისკაცებს ძალიან უყვარდათ. ის იყო გენიალური სტრატეგი და ქარიზმატული...

“მთელი ცხოვრება იბრძოდა. ჯარისკაცებს ძალიან უყვარდათ. ის იყო გენიალური სტრატეგი და ქარიზმატული ადამიანი” – ვინ იყო ირანელი გენერალი, რომელიც ამერიკელებმა ერაყში მოკლეს?

დღეს, გამთენიისას, აშშ-ის საჰაერო ძალებმა ირანელი გენერალი, “ალ ქუდსის” ძალების მეთაური, ქასემ სულეიმანი მოკლეს. ოპერაცია ამერიკულმა ავიაციამ ერაყში აშშ-ის საელჩოს ბლოკირების პასუხად განახორციელა, რომლის ორგანიზებაშიც ვაშინგტონმა ირანი დაადანაშაულა. გენერალი ირანის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი იყო. ანალიტიკოსები უკვე სვამენ კითხვას, რა შეიცვლება რეგიონში მისი მკვლელობის შემდეგ?

ქასემ სულეიმი 1957 წელს, აღმოსავლეთ ირანში, მთიან სოფელ რაბორში დაიბადა. მისი სამხედრო კარიერა 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდგომი პერიოდიდან დაიწყო. ამ რევოლუციიდან მალევე, ირანს და მეზობელ ერაყს შორის ომი გაჩაღდა, რომლის დროსაც სულეიმანი საკუთარ დანაყოფს ხელმძღვანელობდა. მან თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა სამხედრომ და იდეალურმა ტაქტიკოსმა. ომის შემდეგ ის ხელმძღვანელობდა ნარკოტრაფიკთან ბრძოლას ავღანეთის საზღვარზე.      

1990-იანი წლების ბოლოს სულეიმანი “ალ-ქუდსის” მეთაური გახდა და ავღანეთში ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო მიზნების განსაზღვრაში ეხმარებოდა, თუმცა, ამერიკულ-ირანული უთიერთობების გაუარესების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობისას, რამდენიმე ასეული ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა სულეიმანის დააკისრა.

“ის მთელი ცხოვრება იბრძოდა, ჯარისკაცებს ძალიან უყვარდათ. ეს იყო მშვიდი, ქარიზმატული ადამიანი, გენიალური სტრატეგი და შესანიშნავი ტაქტიკოსი“, – უთხრა CNN-ს ამერიკელმა გენერალმა მარკ ჰერტლინგმა.

მიჩნეულია, რომ სულეიმანი უმაღლეს ლიდერ აიათოლა ჰამენეის შემდეგ მეორე პირი იყო, ხოლო 2016 წელს კონსერვატორების საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილებოდა. ანალიტიკოსების აზრით, ირანმა რეგიონში თავისი გავლენის მკვეთრ ზრდას სწორედ სულეიმანის ძალისხმევით მიაღწია.

ირანელი გენერლის მკვლელობამ აშშ-ში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპმა “დენთით სავსე კასრში ყუმბარა ჩააგდო” და ახლა ამერიკელებს უნდა აუხსნას, რა სტრატეგია აქვს.

ირანის უმაღლესმა ლიდერმა ჰამენეიმ უკვე განაცხადა, რომ სულეიმანის მოკვლის გამო სამდღიანი გლოვის შემდეგ, მისი ქვეყანა “დამანგრეველ დარტყმას” მიაყენებს აშშ-ს. ამავდროულად, ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ პირიქით, აშშ-ის მხრიდან ძალის დემონსტრირება ირანს დაანახებს, რომ მისი პროვოკაციული ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება.

Presa.Gehttp://presa.ge
დღის მნიშვნელოვანი ახალი ამბები. ჩვენ მოვიპოვებთ, ვამუშავებთ და ვავრცელებთ ინფორმაციას პოლიტიკის, ეკონომიკის, ხელოვნების, სპორტისა და სხვა სფეროების შესახებ.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები