ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home მსოფლიო ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს და ურანის გამდიდრებას იწყებს

ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს და ურანის გამდიდრებას იწყებს

BBC-ის ინფორმაციით, ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ირანი აღარ მოახდენს შეთანხმებით გათვალისწინებული მარაგებისა და  შეზღუდვების კონტროლს. მათი გადაწყვეტილებით ქვეყნის რესურსი მიემართება ურანის გამდიდრებისკენ და ბირთვული იარაღის განვითარებისკენ.

გადაწყვეტილება ირანის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა გენერალი ქასემ სოლეიმანი ბაღდადში საჰაერო შეტევის შედეგად მოკლა.

2015 წლის ბირთვული შეთანხმებით, ირანი დათანხმდა ურანის გამდიდრების ლიმიტების დაწესებას და საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას, რათა შეემცირებინა ეკონომიკური სანქციები.

შეგახსენებთ, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის “ყუდსის” ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი.

გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანში 3-დღიანი გლოვა განაცხადა. ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ყასემ სულეიმანის გამო შურს იძიებს.

31 დეკემბერს ბაღდადში საპროტესტო აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ ერაყში შეერთებული შტატების საელჩოს და მის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცადნენ. თუმცა მათი მოგერიება მოახერხეს ამერიკელმა სამხედროებმა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები გმობენ აშშ-ის მიერ ერაყში განთავსებულ “ჰეზბოლას” ობიექტებზე განხორციელებულ ავიაიერიშს, რომელსაც 25 ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ-ის საელჩომ ბაღდადში, საპროტესტო აქციების გამო, მუშაობა შეწყვიტა.

Presa.Gehttp://presa.ge
დღის მნიშვნელოვანი ახალი ამბები. ჩვენ მოვიპოვებთ, ვამუშავებთ და ვავრცელებთ ინფორმაციას პოლიტიკის, ეკონომიკის, ხელოვნების, სპორტისა და სხვა სფეროების შესახებ.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები