ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home Blog Page 12670

მიხეილ ცატურიან: მივმართავ იუსტიციის სამინისტროს და ხელისუფლებას მიხედოს ამ ხალხის პრობლემებს

სომეხთა საინიციატივო ჯგუფის წევრი მიხეილ ცატურიანი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას აპროტესტებს. 

როგორც ცატურიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციებს გეგმავს. ცატურიანმა მოქალაქეობა ჩამორთმეული ადამიანების სახელით იუსტიციის მინისტრს მიმართა, რომ მათ ორმაგი მოქალაქეობა აღუდგეთ, რათა რეგიონში რაიმე სახის დაძაბულობა არ მოხდეს. 

“სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს, რომ 3 000-მდე ადგილობრივ, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, რის გამოც ისინი ჰაერში დარჩნენ. მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს და მინისტრს, რომ სასწრაფოდ გადახედონ აღნიშნული პიროვნებების საქმეს, რათა თავიდან ავიცილოთ ამ საკითხთან დაკავშირებით რეგიონში დაძაბულობა. მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად დასახელდა, რომ ამ პირებს ჰქონდათ ორმაგი მოქალაქეობა, კერძოდ, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა”, – განაცხადა ცატურიანმა და დასძინა, რომ მათ სურთ, პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით მიმართონ, თუმცა იუსტიციის სამინისტრო და ძალოვანი უწყებები ამის საშუალებას არ აძლევენ. 

“ორმაგი მოქალაქეობის აღსადგენად მათ სჭირდებათ იუსტიციის სამინისტროსგან საბუთი, რომ ისინი ნამდვილად არიან საქართველოში დაბადებული, თუმცა ეს საბუთი არ მისცეს, რადგან ძალოვანმა უწყებებმა მათ დააბრალეს აგენტობა და არ მიეცათ საშუალება პრეზიდენტისთვის მიემართათ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ”, – განაცხადა ცატურიანმა. 

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ ეს ადამიანები იძულებულები არიან სამი თვით დატოვონ ქვეყანა, იმ დროს როდესაც მათი უმრავლესობა მუშაობს. 

“ბინადრობების გაცემა დაწყებულია. თუმცა, სანამ ბინადრობები გაიცემა ისინი იძულებულებულები არიან დატოვონ ქვეყანა სამი თვით. ზოგიერთი მათგანი მუშაობს და ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემა ექმნებათ”, – განაცხადა ცატურიანმა. 

რაც შეეხება თავის დროზე მათი მხრიდან რუსეთის მოქალაქეობის აღების მიზეზს, როგორც ცატურიანი განმარტავს, ეს განაპირობა იმან, რომ ამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მოგზაურობს რუსეთში და ნაწილი იქ მუშაობს. 

სარატე “ვესტ ჰემში” ითამაშებს

27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მაურო სარატე კარიერას “ვესტ ჰემში” განაგრძობს. ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა ლონდონელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვრცლად: სარატე “ვესტ ჰემში” ითამაშებს

სიახლე მიხალ ბილეკი – მწვრთნელი რომელთანაც თბილისის “დინამო” ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ვინ იქნება თბილისის “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი? ეს ჯერ არაა გადაწყვეტილი, მაგრამ როგორც ‘მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, კლუბი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხ მიხალ ბილეკთან. 49 წლის ბილეკი თბილისშია ჩამოსული და მოლაპარაკება აქ წარმოებს. “დინამოს” მთავარი მწვრთნელის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება – კლუბი სწორედ ამას ესწრაფვის, რათა დროულად დაალაგოს შემადგენლობა, დროულად შესძლოს მწვრთნელისთვის სასურველი ფეხბურთელების მოყვანა და ევროტურნირებს მომზადებული შეხვდეს.

ვრცლად: სიახლე მიხალ ბილეკი – მწვრთნელი რომელთანაც თბილისის “დინამო” ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

მანოლო სანჩისი “რამოსი “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებს”

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი მანოლო სანჩისი მიიჩნევს, რომ მადრიდელთა ამჟამინდელ უკანახაზელს, სერხიო რამოსს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ბრძოლა შეუძლია. “დიდი ხანია ვამბობ, რომ რამოსი მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური მცველია. ეს მიუხედავად იმისა, რომ კიდევ არაერთი შესანიშნავი ცენტრალური მცველი არსებობს.

ვრცლად: მანოლო სანჩისი “რამოსი “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებს”