ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home Blog Page 3

შსს – მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება – კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეასრულონ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს. მუნიციპალიტეტში, მოსახელობისთვის ცხოვრების ჩვეული რიტმის ცვლილებამ შექმნა უჩვეულო სიტუაცია, რის გამოც ადგილობრივი მოქალაქეები რიგ შემთხვევებში გარკვეულ შფოთს გამოხატავენ. თუმცა მათთან მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ისინი სრულ მზადყოფნაში არიან მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. მარნეულსა და ბოლნისში, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, საკარანტინო შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციაში, და თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

ამ დროისათვის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარება დამაკმაყოფილებელია და სრულ კონტროლს ექვემდებარება. რეგიონში გადაადგილება ძირითად გზებზე განთავსებულია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოზე კონტროლდება. ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. ასევე, მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.

საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

მდგომარეობიდან გამომდინარე მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეასრულონ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: შსს ინფორმაციით, მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591528-shss-marneulsa-da-bolnisis-municipalitetebshi-shekmnili-vitareba-srul-kontrols-ekvemdebareba-kontroldeba-meorexarisxovani-gzebi/

შსს –  მამაკაცმა მარნეულში თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ბრალდებული დაკავებულია

პოლიციამ მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა. როგორც „ინტერპრენიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ი.ი. დააკავეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი – 1992 წელს დაბადებული ი.მ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აცხადებენ უწყებაში.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591358-shss-mamakacma-marneulshi-tanasopleli-civi-iaragit-dachra-romelic-saavadmqoposhi-miqvanamde-gardaicvala-braldebuli-dakavebulia/

შსს – სამების საკათედრო ტაძარში საპატრულო პოლიცია შეტყობინების საფუძველზე მივიდა, თუმცა ადგილზე დარღვევა ვერ გამოავლინა

სამების საკათედრო ტაძარში საპატრულო პოლიცია შეტყობინების საფუძველზე მივიდა, თუმცა ადგილზე დარღვევა ვერ გამოავლინა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორ უწყებაში განმარტეს, სამართალდამცველები ტაძარში არსებულ ვითარებას გაეცნენ და მეუფეებს გაესაუბრნენ.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. სამების ტაძარში დილიდან საკვირაო წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591327-shss-samebis-sakatedro-tazarshi-sapatrulo-policia-shetqobinebis-sapuzvelze-mivida-tumca-adgilze-dargveva-ver-gamoavlina/

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ამ დროისთვის 190  ადამიანია გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კვლავ აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

“ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს”,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591307-tvitizolaciis-cesebis-dargvevis-gamo-sakarantino-zonebshi-izulebis-cesit-am-droistvis-190-adamiania-gadaqvanili/

შსს – ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული შ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ს-მ ქალაქ ვანში, სუპერმარკეტ „მაგნიტის“ მოლარე-ოპერატორს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანხა გასტაცა.

სამართალდამცველებმა დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ბრალდებულმა შ.ს.-მ თვითმკვლელობა სცადა.

ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა”,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591277-shss-qachagobis-braldebit-dakavebulma-droebiti-motavsebis-izolatorshi-tvitmkvleloba-scada-is-samedicino-dacesebulebashi-gadaiqvanes-tumca-misi-gadarchena-ver-moxerxda/

შსს-მ ქუთაისში, ავტობუსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს – 1957 წელს დაბადებულ ბ.თ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გ.ბ.-მ ამავე ავტობუსის დამხმარე მძღოლი – 1974 წელს დაბადებული მ.ჩ.-ც დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591236-shss-m-kutaisshi-avtobusis-mzgolis-mkvlelobis-braldebit-carsulshi-mravaljer-nasamartlevi-piri-daakava/

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ასევე დაჭრილია ერთი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაჭრილიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები არიან.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისმხობს.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591218-kutaisshi-tabukashvilis-kuchaze-mkvleloba-moxda/

განზრახ მკვლელობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული ჭ.წ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პრკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 2 აგვისტოს, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3, I მიკრო/რაიონში, კორპუსის სადარბაზოში, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა ჭ.წ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ვ.ვ.-ს დანით თერთმეტი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ვ.ვ. საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ჭ.წ. იმავე დღეს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი – დანა. ჭ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 238’ მუხლის პირველი ნაწილით (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/590972-ganzrax-mkvlelobisa-da-civi-iaragis-tarebistvis-braldebuls-10-clit-tavisuplebis-agkveta-miesaja/

შსს-ს მომსახურების სააგენტო დღეიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს

დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

„მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე; იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. დღეიდან, ასევე, უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში, ხოლო სხვა ცნობების მისაღებად განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში. დღეიდან, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ, მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტის და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად. ასევე, მოქალაქეებს დროებით ვერ მოემსახურება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრები.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისგან.

აქვე გაცნობებთ, რომ დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 24, 26 და 28 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში

source https://www.interpressnews.ge/ka/article/590948-shss-s-momsaxurebis-saagento-dgeidan-garkveuli-servisebis-micodebas-droebit-aukmebs/

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი პირისთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა სოციალურად დაუცველ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის მეშვეობით, დაეხმარებოდა მას ქალაქ გორში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა 4 500 აშშ დოლარი, საიდანაც, წინასწარ გამოართვა 3 900 დოლარი, რა დროსაც, მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/590944-sagamoziebo-samsaxuris-inpormaciit-socialurad-daucveli-piristvis-didi-odenobit-tanxis-motquebit-dauplebis-mcdelobis-paktze-erti-piri-daakaves/