ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home პოლიტიკა სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ჩანაწერი პრობლემურია და ამით შეიძლება ხელისუფლებამ კრიტიკული აზრის ჩახშობა...

სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ჩანაწერი პრობლემურია და ამით შეიძლება ხელისუფლებამ კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს

სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ჩანაწერი პრობლემურია და ამით შეიძლება ხელისუფლებამ კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს, – ამის შესახებსაარჩევნო საკითხებზე გამართული შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ან ამოღებული უნდა იყოს, ან დეფინიცია უნდა განიმარტოს დეტალურად.

„რაც შეეხება ამ პროექტს, ეს ეხება სიძულვილის ენის გამოყენებას იმისთვის, რომ შინაარსობრივად გაკონტროლდეს პოლიტიკური რეკლამა. ვთვლი, რომ ეს საკითხი საკმაოდ პრობლემურია, ვინაიდან, თვითონ სიძულვილის ენის დეფინიცია არ არის მოცემული. შეიძლება სერიოზულად შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და შეიძლება ხელისუფლებამ ამით კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს. ამიტომ, ეს სახიფათო ჩანაწერია და ვთვლით, რომ ან უნდა ამოვარდეს, ან მკაფიოდ განიმარტოს რა იგულისხმება”,- განაცხადა კახიძემ.

საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, “საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს”.

News.Gehttp://news.ge
მრავალფეროვანი საზოგადოების ყველა სეგმენტზე ორიენტირებული მედიაპროდუქტია რომელიც უზრუნველყოფს მოვლენების მაქსიმალურად ზუსტ და ობიექტურ გაშუქებას.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები