სამშაბათი, აგვისტო 11, 2020
No menu items!
No menu items!
Home Rustavi2.Ge დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟი სამართალდამცველებმა დააკავეს - ყოფილი ვიცე-პრემიერის შვილი ნაცემია | Rustavi2

დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟი სამართალდამცველებმა დააკავეს – ყოფილი ვიცე-პრემიერის შვილი ნაცემია | Rustavi2

ყოფილი ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი სცემეს. ინციდენტი რესტორან ღვინის ქარხანა გალერია-ში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოხდა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი ქუმსიშვილმა და მისმა მეგობარმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც პოლიციამ ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

„საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან ღვინის ქარხანა გალერია-ში მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა“,- აცხადებენ შსს-ში.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟი, ირაკლი ქუმსიშვილი სცემეს. “კურიერის” ინფორმაციით, საქმეში სამართალდამცველებიც ფიგურირებენ. ქუმსიშვილის შვილისთვის მიყენებული დაზიანებები კი იმდენად მძიმე იყო, რომ მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

“კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა ღუდუშაურის კლინიკაში გადაღებული ფოტო, რომელზეც დიმიტრი ქუმსიშვილი ჩანს. ფაქტები, როგორც შს სამინისტროში, ისე ღუდუშაურში დავაზუსტეთ. კლინიკაში ინფორმაცია დაადასტურეს.

Rustavi2.gehttp://www.rustavi2.ge
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.“
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები