კვირა, აგვისტო 9, 2020
No menu items!
No menu items!
Home ON.GE ვინ დაუჭირა მხარი გიორგი გახარიას ე.წ. ახალ მთავრობას — სია

ვინ დაუჭირა მხარი გიორგი გახარიას ე.წ. ახალ მთავრობას — სია

ცნობილია ქართული ოცნების იმ დეპუტატების სია, რომლებმაც გიორგი გახარიას ე.წ. ახალ მთავრობას ძველი სახეებით მხარი დაუჭირა. ევროპულ საქართველოს და ნაციონალურ მოძრაობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. პატრიოტთა ალიანსი პლენარულ სხდომას დაესწრო, თუმცა მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა.

მთავრობის დამტკიცების პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში პროტესტისა და აქციების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც #სირცხვილიას აქტივისტები, ისე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და წევრები სასტვენებითა და შეძახილებით პრემიერმინისტრის პოსტზე გახარიას კანდიდატურას აპროტესტებდნენ. კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან #სირცხვილიას წევრებმა ცხვრები მოიყვანეს, ქართული ოცნების დეპუტატების სიმბოლოდ.

გახარიასა და მისი მთავრობის მოსმენა ყველაზე მწვავე ოპოზიციის ფორმატში იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ მას სიმღერა “გახარიას უხარია” მოასმენინა, შემდეგ პასუხებს არ მოუსმინა და სხდომა დაამთავრა. ევროპულმა საქართველოს კითხვების სტრატეგია აირჩია. მთავარი თემა 20-21 ივნისის აქცია იყო. კანდიდატის პასუხები არც მათ მოისმინეს და სხდომა დახურეს. ოპოზიციის პასუხად გახარიამ თქვა, რომ “მათ დაასრულებს”. ქართული ოცნება გახარიას მთავრობის პროგრამაში პოზიტივზე ამახვილებენ ყურადღებას და ნეგატივს ოპონენტებს აბრალებენ.

3 სექტემბერს მინისტრი გიორგი გახარია, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი სამ თვეზე მეტია ითხოვს, მმართველმა პარტიამ დააწინაურა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გადადგა. გადადგომის შესახებ Facebook-ზე დაპოსტა. მან სათქმელი 3 947 სიტყვაში ჩაატია.

ამავე თემაზე:

On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები