21.6 C
London
პარასკევი, მაისი 29, 2020

რას ფიქრობს მამუკა ხაზარაძე ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე

- Advertisement -
- Advertisement -

“ჩვენი ეკლესიები, ისტორიული ეკლესიები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა, გინახავთ რა მდგომარეობაშია?” — ასე უპასუხა საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძე აჭარის ტელევიზიის წამყვანის კითხვას, რას ფიქრობს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე.

გადაცემა მთავარის წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა თურქეთში ეკლესიების მდგომარეობა ამ თემის საპირწონე, ხაზარაძე პასუხობს, რომ ეს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საწირწონედ არ უთქვამს. ის ამბობს, რომ ამ თემას კარგად არ იცნობს და როცა გაერკვევა, დეტალურად მერე ისაუბრებს.

“მე, როგორც ქართველი და მართლმადიდებელი ამ პრობლემას წამოვწევ წინ და არანაირად არ ვუპირისპირებ ამ ორ თემას. მე ამაში გავერკვევი, როცა ჩამოვალ ბათუმში, აუცილებად მოვიკითხავ ამ თემას”, — ამბობს ხაზარაძე.

მისივე განცხადებით, საქართველოში არავის არასდროს რელიგიური ნიშნით არავინ შეუზღუდავს. ხაზარაძე ამბობს, რომ მისი სურვილია, “ქართულ ეკლესიებსა და ტაძრებსა, რომელიც საქართველოს გარეთ არის, ისევე ეპყრობოდნენ, როგორც საქართველოში ეპყრობიან სხვა რელიგიურ დაწესებულებებს”.

“საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია ტოლერანტობით და აქ არასდროს, არცერთ რელიგიას არ ჰქონია ისტორიულად შეზღუდვა. ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ეს არის ის, რაც არ უნდა დავკარგოთ”, — აღნიშნა ხაზარაძემ.

მუსლიმმა თემმა რამდენიმე წლის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ბათუმის მერიის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც მათ ახალი მეჩეთის მშენებლობაზე უარი ეთქვათ. სასამართლომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა გამოაცხადოს.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news