20.9 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

წყაროს თქმით, დიმიტრი გაბუნია ფულის სანაცვლოდ შუამდგომლობს შეწყალების საქმეებს — ევროპული საქართველო

- Advertisement -
- Advertisement -

ევროპული საქართველოს ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საქმეები უშუალოდ საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს, 18 სექტემბერს ბრიფინგი გამართეს. მათ ეს ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს. ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ “წყარო დაკავშირებულია საადვოკატო წრეებთან”.

“როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, ანუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი შეიწყალოინ. ამ წყაროს არ აქვს ინფორმაცია კორუფციულ საკითხებს გადის თუ არა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ აქვს ვარაუდი, რომ პრეზიდენტის გვერდის ავლით, ეს შეუძლებელია”, — ამბობს ირმა ნადირაშვილი.

ევროპული საქართველოს წევრები პროკურატურას ერთთვიან ვადას აძლევენ გამოძიების დაწყებისთვის. ოთო კახიძის თქმით, თუ ინფორმაციის ნადვილობას პროკურატურა არ გადაამოწმებს, მათი პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნით გამოვა:

“პროკურატურამ უნდა გადაამოწმოს საპარლამენტო მდივნის შესაძლო კავშირები შეწყალებულების ოჯახებთან და ადვოკატებთან, ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც ნათელს მოფებს ამ გარემოებას”.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დილით, 18 სექტემბერს გამოეხმაურა შეწყალებების საკითხს და თქვა, რომ დიმიტრი გაბუნია “არც კომპეტენციით და არც არანაირად არ იყო ჩართული. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დიმიტრი გაბუნიასგან რჩევაც კი არ მიუღია და არც თავად უკითხავს, თუ რას ფიქრობდა, რომელიმე გადაწყვეტილებაზე.

“ეს გამორიცხულია, და ეს სპეკულაციები უნდა დამთავრდეს”, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი გაბუნიასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე.

პრეზიდენტმა დღეს პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალება

პრეზიდენტის მიერ შეწყალების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირაში არაერთი კითხვა დაისვა. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობისას მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

ამასთანავე, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რამდენიმე კვირის წინ თვითონ სალომე ზურაბიშვილმა მაშინ გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

“ეს უცებ გახდა რაღაც სალაპარაკო პრობლემა იმ დროს, როცა აქ ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში”, — თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, მკვლელობისთვის მჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს.

ამავე თემაზე:

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news