20.9 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

გელოდებით ყოველ 20 რიცხვში, არ დაგეზაროთ სახელმწიფოს სამსახურში ყოფნა — სალომე სამადაშვილი

- Advertisement -
- Advertisement -

საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლა გაგრძელდება. მან ყოველ 20 რიცხვში პარლამენტის შენობასთან აქცია დააანონსა.

“როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, რა არის რევოლუცია. რევოლუცია არის, როდესაც ხალხი აცხადებს, რომ ის თავად განსაზღვრავს, ვინ არის მტერი და ომი არის, როდესაც ხელისუფლება გეუბნება, ვინ არის მტერი. ჩვენ ქართველმა ხალხმა ერთად გადავწყვიტეთ, მტერი არის პუტინი, მტერი არის გავრილოვი, მტერი არის რუსეთის რეჟიმი და მტერი არის რუსეთიდან მართული ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში”, — განმარტა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილმა საქართველოს მტრებად გამოაცხადა თავისი ოპოზიცია და ყველა ის, ვისაც სურს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება.

“ივანიშვილი მაშინ მიიღებს ამ ომში პასუხს. არც ერთ ომში, რომელიც ხელისუფლებამ გამოუცხადა საკუთარ ხალხს, არ გაუმარჯვია ხელისუფლებას. ვერ გაიმარჯვებს ვერც ივანიშვილი”, — აღნიშნა სამადაშვილმა.

მისი თქმით, მათი სურვილია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა, მაგრამ თუ ეს არ იქნება შესაძლებელი, “არ იქნება სიმშვიდე” და “ივანიშვილი მიიღებს იმას, რისიც ეშინია — ქართველი ერი თავად განსაზღვრავს, ვინ არის მტერი”.

დღეს 3 თვე გავიდა, რაც მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. აქციები თბილისში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისს თბილისის პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

რუსი დეპუტატის ეს ქმედება იმავე საღამოს რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. აქცია გვიან ღამით პოლიციამ ძალის გადამეტებით დაშალა. სპეცრაზმელების ტყვიამ ორ მოქალაქეს თვალი დააკარგვინა, რამდენიმე ათეული ადამიანი კი საავადმყოფოში მოხვდა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა. საპარლამენტო უმრავლესობამ კი ის დააწინაურა და პრემიერად დანიშნა.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news