15.8 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

საუდის არაბეთი ტურისტული ვიზის გაცემას იწყებს

- Advertisement -
- Advertisement -

საუდის არაბეთი ვიზიტორებისთვის ქვეყნის კარებს პირველად ხსნის და ტურისტული ვიზების გაცემას იწყებს. 49 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას საუდის არაბეთი 27 სექტემბრიდან დაიწყებს.

ტურიზმის მინისტრმა, აჰმად ალ-ჰაბიტმა თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია. აქამდე ვიზებს მხოლოდ მომლოცველებისთვის, ბიზნეს საქმიანობისთვის და უცხოელი მომუშავეებისთვის გასცემდნენ.

“ვიზიტორები გაოცდებიან იმ განძით, რომელიც ჩვენ მათ უნდა გავუზიაროთ — იუნესკოს მსოფლიო ფონდის ხუთი ობიექტი, ადგილობრივი კულტურა და სულისშემკვრელი ბუნება”, — აცხადებს მინისტრი.

საუდის არაბეთში მოგზაურობისას უცხოელი ქალები ვალდებული არ იქნებიან, რომ ქუჩაში სეირნობისას სხეული მთლიანად დაფარონ, თუმცა მოკრძალებულად მაინც უნდა ჩაიცვან. გარდა ამისა, არ იქნება შეზღუდვა თუ ქალებს თანხმლები პირი არ ეყოლებათ.

არამუსლიმებს ისლამური სამყაროს ორ უმნიშვნელოვანეს ქალაქში, მექასა და მედინაში შესვლა კვლავ ეკრძალებათ. გარდა ამისა, შეზღუდვა ალკოჰოლის მოხმარებაზეც ვრცელდება.

საუდის არაბეთმა ტურიზმის განვითარების მასშტაბურ პროექტზე 2017 წელს ისაუბრა. წინა წელს ერ-რიადთან ახლოს ე.წ. გასართობი ქალაქის მშენებლობა დაიწყო, რომელიც თემატურ პარკებსა და ავტოსპორტის ობიექტებს გააერთიანებს.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news