15.8 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

გიორგი კეკელიძე ომზე, სოხუმის დაცემასა და მის შედეგებზე

- Advertisement -
- Advertisement -

ქვეყნდება გავრცელების სერვისით

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, ომთან და მის შედეგებთან დაკავშირებით

26 წლის წინ, მახსოვს, ჩვეულებრივ, ოთახში ვისხედით. შეიძლება ყველა, შეიძლება ყველა არა და ზოგიერთი, ბაბუაჩემი კი ნამდვილად და ბაბაუჩემმა ტელევიზორს აუწია. ქალმა, რომლის სახელსაც ახლა ვერ ვიხსენებ და ვერც სახესაც, თქვა: სოხუმი დაეცა, ხარი დაჭრილია. ბაბუაჩემმა თავზე შემოირტყა ხელი და გავიდა. მე ზუსტად ვერ მივხვდი რა მოხდა, ანუ უფრო უკეთ რომ ვთქვათ — ვერ შევიგრძენი. ერთი, რაც ომს ნიშნავდა ჩემთვის, სოფლებში, ზოგიერთ შესახვევში ახალი მინიშნებები იყო — ბრძოლაში დაღუპულის სახელობის უბანი. და მერე იმ დაღუპულზე ჩუმი საუბრები შინ. იმ დაღუპულზე და მის უბედურ დედაზე.

მე ის თაობა ვარ, ვისაც აფხაზეთი ფოტოებით თუ უნახავს. ამიტომაც მეც და სხვებსაც, ჩემზე უმცროსებსაც, უნდა გამოვტყდეთ და ყოველდღიური მეცადინეობა გვჭირდება, რომ განცდა ცოდნას შევუთავსოთ და ხმამაღლა ვთქვათ — “აფხაზეთი საქართველოა!”. ისიც უნდა ვაღიაროთ, რაც დრო გადის, მომდევნო თაობას უფრო უნელდება ამ ,,მეცადინეობის” სურვილი.

ამიტომაც ასეთი დღეები შეხსენების დღეებადაც უნდა იქცეს:

  1. რომ გვყავს უამრავი გმირი, ვინც საკუთარი თავი გასწირა, იმისთვის, რომ მაგალითად; მე ახლა ამას ვწერდე და თქვენ კითხულობდეთ
  2. რომ გვყავს არა უამრავი, მაგრამ მაინც გვყავს ადამიანები, ვინც ნადავლით დაბრუნდა საკუთარი სამშობლოდან, რომელიც მანვე გაძარცვა
  3. რომ გვყავს უამრავი იძულებით გადაადგილებული მოქალაქე, რომელთა სახლები და ბავშვობის ადგილები ახლა მხოლოდ სიზმრებსღა შემორჩათ
  4. რომ ეს ომი რუსეთმა მოაწყო და მხოლოდ რუსეთმა იხეირა
  5. რომ არსებობს სიტყვა ,,ხვალ”
  6. რომ ხვალ ჩვენ და აფხაზებმა იმ მიწაზე ერთად უნდა ვიცხოვროთ, ამიტომაც #მშიბზია არც კეკლუცობაა და არც თავის მოტყუება. ადვილიც არ არის, ვიცი. განსაკუთრებით მათთვის, ვისი სისხლი და ხორცი მიწაში წევს. ადვილი არა არის, მაგრამ ერთადერთი და აუცილებელია
  7. მშიბზია!

ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსის ფოიეში უკვე რამდენიმე წელია აფხაზური კუთხე ფუნქციონირებს.

აქ განთავსებულია აფხაზურენოვანი და აფხაზეთის შესახებ ლიტერატურა თუ პერიოდიკა.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news