15.8 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

ვერ დავადგინეთ — მამუკა ვასაძე ბირჟა მაფიას წევრებისთის ნარკოტიკის, სავარაუდო, ჩადებაზე

- Advertisement -
- Advertisement -

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, აცხადებს, რომ ბირჟა მაფიას წევრებისთვის ნარკოტიკის, სავარაუდო, ჩადების საქმეზე მტკიცებულებები არ აქვთ. ამით მან ევროპული საქართველოს დეპუტატის, ელენე ხოშტარიას კითხვას უპასუხა.

“ვერ დავადგინეთ, დადგენილი რომ იყოს, დაწყებული იქნებოდა დევნა”, — ამბობს მამუკა ვასაძე. ის, ასევე, განმარტავს, რომ გამოძიება იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ არ შეიკრიბება შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებები.

ბირჟა მაფიას საქმე

პროექტ Birja Mafia-ს საქმე გასული წლის ივნისში დაიწყო. 2017 წლის 9 ივნისს ახალგაზრდული ვიდეო-ჟურნალის FlowFlow Magazine-ის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰიპ-ჰოპ პროექტის, Birja Mafia-ს წევრები, Young Mic და Kay-G დააკავეს. ისინი ვარაუდობდნენ, რომ დაჭერის მიზეზი გახდა ჯგუფის ახალი კლიპი Birja Mafia — Tsl Shavi Zeda, სადაც ერთ-ერთ კადრში პოლიციელს ძაღლის საყელური უკეთია.

რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს.

რეპერების დაკავებას საზოგადოების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. გამოსვლები იყო თბილისშიც და ქუთაისშიც, სახელწოდებით: “მეტი რაღა უნდა მოხდეს”. აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან “ჩადების პრაქტიკასა” და გამოხატვის თავისუფლების გამო რეპერების დასჯას აპროტესტებდნეს.

2017 წლის 10 ივნისს თბილისში, თეთრი ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით გამართულ აქციაზე, დემონსტრანტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და მოგვიანებით, მსვლელობით, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

საპროტესტო აქციის დღეს რეპერებს სოლიდარობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერამ. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:

“თქვენთან ვარ ბიჭებო! #FreeBirjaMafia #თავისუფლება”.

მომდევნო დღეს, 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა Birja Mafia-ს წევრებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას აღარ მოითხოვს. მიზეზად განმარტავდნენ, რომ “ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან “.

12 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გიორგი ქებურია გაათავისუფლა, მიშკა მგალობლიშვილს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

18 დეკემბერს, პროკურატურამ როგორც გიორგი ქებურიას, ასევე, მიშკა მგალობლიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და განმარტა, რომ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.

გაიგეთ მეტი: ბირჟა მაფიის საქმე.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news