14.5 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

გოცირიძე: ნაციონალური მოძრაობა არასდროს ყოფილა ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია

- Advertisement -
- Advertisement -

პარლამენტის დეპუტატი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატიული სახალო პარტია არასდროს ყოფილა. როგორც დეპუტატმა ფეისბუქზე დაწერა, პარტია იყო და რჩება ლიბერალური ორიენტაციის მოძრაობად. ამ განცხადებით გორიციძე პარტიის დამფუძნებლს, მიხეილ სააკაშვილსა და თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს ეწინააღმდეგება.

“ჯერჯერობით არავის მოუხდენია ამ ფუნდამენტური ღირებულებების რევიზია (ცვლილება) პარტიის პროგრამაში. სანამ ეს ასეა, ყველა განსხვავებული მოსაზრება აღქმული უნდა იყოს, როგორც კერძო აზრი და არა პარტიის ოფიციალური დოქტრინა”, — წერს დეპუტატი.

რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა და ვარდების რევოლუცია ლიბერალური რეფორმების სახელით შევიდა, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში. მისივე თქმით, ამ რეფორმების წყალობით საქართველო თანამედროვე ტიპის მიმზიდველი ქვეყანა გახდა.

“ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე მის წარსულშია (მიუხედავად შეცდომებისა და ცალკეული დანაშაულობებისა). მოწყდება თავის ლიბერალურ ფესვებს, თავად გათხრის სამარეს, იმ ღამურად გადაქცეულ თაგვს დაემსგავსება, რომელიც უცხო გახდა, როგორც თავისიანებისთვის, ასევე, იმათთვის, ვისი მსგავსობაც მოინდომა.

ჩვენ ვაშენებდით და საბოლოოდ უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც გამიჯნული იქნება საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა მორალური დოქტრინებისგან და რელიგიებისგან. საჯარო ინსტიტუტები და სახელმწიფო კანონმდებლობა არ უნდა ეყრდნობოდეს ინდივიდების პირად მორალს ან რელიგიურ შეხედულებებს. არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს ჯვარი უკეთია როგორც ავგაროზი, როგორც სამკაული, როგორც რწმენის ნიშანი თუ საერთოდ არ უკეთია”, — წერს დეპუტატი.

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ყოფილ თანაგუნდელთან და ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავება აქვს, რადგან ჯვარს ატარებს. მან, ასევე, რელიგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა გიგა ბოკერიას ბრალს დასდო “ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისაგან დისტანცირებაში”.

სააკაშვილის ამ განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ როგორც ევროპულ საქართველოში, ისე ნაციონალურ მოძრაობაში. განცხადების გამო პარტია ნინო ლაპიაშვილმა დატოვა.

ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ “ჩვენს გენში ზის ტრადიციები და მას ვერანაირი ლიბერალური მიდგომით ვერ ამოშანთავ”. გრიგოლ ვაშაძემ კი აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიაა.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news