15.8 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

გაერკვიეთ ქრისტიან-დემოკრატობა რას ნიშნავს — სალომე სამადაშვილი თანაგუნდელებზე

- Advertisement -
- Advertisement -

“გაერკვიეთ “ქრისტიან-დემოკრატობა” რას ნიშნავს, სანამ ამ იდეოლოგიის მოქნევით ეკლესიისადმი საკუთარი აღმატებული დამოკიდებულების დაფიქსირებას შეეცდებით”, — ასე გამოეხმაურა პარლამენტარი, სალომე სამადაშვილი თანაგუნდელის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ ნაციონალური მოძრობა ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიაა.

“ქრისტიანულ-დემოკრატიული და შესაბამისად, დიახ, ლიბერალური პოლიტიკური იდეოლოგიის პირმშოა ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპი, პირველ რიგში, როგორც რეაქცია კათოლიკური ეკლესიის დომინირებაზე. მოიგონეს, რადგან სჭირდებოდათ, განსხვავებით მართლმადიდებლური სამყაროსგან, სადაც ეკლესია არასდროს ყოფილა საერო ხელისუფლების წყარო. ასე რომ, უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩაიყენებთ მომავალში თავს, გაერკვიეთ “ქრისტიან-დემოკრატობა” რას ნიშნავს, სანამ ამ იდეოლოგიის მოქნევით ეკლესიისადმი საკუთარი აღმატებული დამოკიდებულების დაფიქსირებას შეეცდებით”, — წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური იდეების შიმშილია. გარდა ამისა, სამადაშვილის აღნიშნავს, რომ “სახელმწიფოს მიტაცების პირობებში” არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ფუფუნება საკუთარი პარტიული დღის წესრიგი დააყენოს საერთო ეროვნულ იდეაზე მაღლა:

“ყველა პოზიცია, რომელიც შეუძლებელს ხდის თანამშრომლობას დასავლური ორიენტაციის დემოკრატიულ პარტიებს შორის, ვინც არ უნდა აფიქსირებდეს მას, არის და იქნება ჩემთვის პირადად მიუღებელი”.

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ყოფილ თანაგუნდელთან და ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავება აქვს, რადგან ჯვარს ატარებს. მან, ასევე, რელიგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა გიგა ბოკერიას ბრალს დასდო “ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისაგან დისტანცირებაში”.

სააკაშვილის ამ განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ როგორც ევროპულ საქართველოში, ისე ნაციონალურ მოძრაობაში. განცხადების გამო პარტია ნინო ლაპიაშვილმა დატოვა.

ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ “ჩვენს გენში ზის ტრადიციები და მას ვერანაირი ლიბერალური მიდგომით ვერ ამოშანთავ”. გრიგოლ ვაშაძემ კი აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიაა.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news