16.6 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

ძლიერი ადამიანი, ძლიერი ოჯახი, ძლიერი საქართველო — რას გულისხმობს “სტრატეგია აღმაშენებელი”

- Advertisement -
- Advertisement -

ქვეყნის პოლიტიკური განვითარების გეგმის, სტრატეგია აღმაშენებელის პრეზენტაცია პირველ ოქტომბერს ფილარმონიაში გაიმართა. გეგმის ავტორი ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძეა. მისი თქმით, სტრატეგია სამ ძირითად ფასეულობაზეა დაფუძნებული და ესენია: ძლიერი ადამიანი, ძლიერი ოჯახი და ძლიერი საქართველო. ვაშაძე, ასევე, ამბობს, რომ მისი გეგმა მოიცავს სამ კითხვაზე პასუხს: ვინ ვართ ჩვენ, ანუ ჩვენი ისტორია, ტრადიციები, რა მდგომარეობაში ვართ? ანუ სად ვართ? და როგორ ვითარდება თანამედროვე მსოფლიო?

გიორგი ვაშაძემ განმარტა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური ძალის პრეზენტაცია, არამედ, მათ მიერ შემუშავებული სტრატეგია და იდეები ღია იქნება ყველასთვის.

“20 ქვეყნის გამოცდილება და ჩვენი ქვეყნის წარსული შევისწავლეთ. ეს არის ამბიციური გეგმები. კარი ღიაა ყველასთვის, პოლიტიკოსისთვის თუ ექსპერტისთვის”, — ამბობს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძემ პრეზენტაციაზე თქვა, რომ საჭიროა საზოგადოება გაერთიანდეს “აღმშენებლობის იდეის გარშემო”. გეგმის ინიციატორის ცნობით, “ქვეყნის განვითარების ინოვაციურ გეგმაზე” 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი მუშაობდა. ვაშაძის თქმით, სტრატეგია აღმაშენებლის რეალიზების შემთხვევაში, საქართველო დაიბრუნებს რეგიონში ლიდერის როლს.

“აღმაშენებლის ეპოქა ნამდვილად იყო ის, რომელმაც საქართველომ მოახდინა პოზიტიური ენერგიის კონსოლიდაცია აღმშენებლობის გარშემო და ბევრი რეფორმები გატარდა ქვეყანაში, ეკონომიკის კუთხით, სავაჭრო გზების, ურბანული განვითარების, ცოდნის ცენტრების შექმნის კუთხით, სასამართლო რეფორმის, სახელმწიფოსა და მეფის საკუთრების გამიჯვნის სახით. მაშინ დავით აღმაშენებელმა შეძლო და დაინახა საქართველოს ფუნქცია იმდროინდელ რეგიონში. ის იყო ჯვაროსნებთან კოალიციაში, ის ხედავდა საქართველოს და აქედან გამომდინარე, მოხდა წარმატების მიღწევა. სტრატეგია აღმაშენებელი არის ყოვლისმომცველი, კომპლექსური, ინოვაციური, თანამედროვე, ამბიციური გეგმების ერთობლიობა, რომელიც ერთმანეთთან მუშაობს სინერგიულად”, — ამბობს გიორგი ვაშაძე.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news