20.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

პერუში პრეზიდენტმა კონგრესი დაშალა, კონგრესმა კი პრეზიდენტი უფლება-მოსილება ჩამოაშორა

- Advertisement -
- Advertisement -

პერუში პრეზიდენტმა, მარტინ ვისკარამ პარლამენტი დაშალა. თავის მხრივ საკონმდებლო ორგანომ თანამდებობას ჩამოაშორა პრეზიდენტი და უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტს გადასცა, ის კი თანამდებობიდან გადადგა.

ყველაფერი ორშაბათს 30 სექტემბერს დაიწყო. კონგრესის დეპუტატებმა უარი თქვეს მხარი დაეჭირათ ვისკარას მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმისთვის და სასამართლო კოლეგიის ახალი წევრები აირჩიეს. საპასუხოდ პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანო დაშალა და 26 იანვარს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

ოპოზიციის წევრებმა, რომელთაც კონგრესში უმრავლესობა უჭირავთ, პრეზიდენტის ქმედებას სახელმწიფო გადატრიალება უწოდეს, ხოლო უშუალოდ ვისკარას — დიქტატორი.

ამის შემდეგ დეპუტატებმა მარტინ ვისკარას უფლებამოსილება ერთი წლით შეუზღუდეს და დროებით ლიდერად ვიცე-პრეზიდენტი მერსედეს არაოსი დანიშნეს. არაოსმა თავდაპირველად ფიცი დადო, თუმცა პირველ ოქტომბერს, საღამოს თანამდებობიდან გადადგა.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციური წესრიგი დაშლილია და ქვეყანა სერიოზული ინსტიტუციური კრიზის წინაშე დგას. ამასთანავე, მას იმედი აქვს, რომ ეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩაუყრის საფუძველს.

ქვეყნის კონსტიტუცია ვისკარას უფლებას აძლევს, კონგრესი დაშალოს. პერუს პრეზიდენტის განმარტებით, კონგრესის კენჭისყრას მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე ძალა არ აქვს, რადგან საკანონმდებლო ორგანო უკვე დაშლილი იყო. გარდა ამისა, ვისკარას მხარს უჭერენ და ლეგიტიმურ მმართველად მიიჩნევენ არმიისა და პოლიციის ხელმძღვანელები.

ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ კონგრესის დათხოვნით პრეზიდენტმა უფლებამოსილებას გადააჭარბა. კონგრესის შემდეგი სხდომა პარასკევს უნდა გაიმართოს. განსახილველი საკითხი თანამდებობიდან ვისკარას საბოლოო ჩამოშორება იქნება.

მარტინ ვისკარა პერუს პრეზიდენტი 2018 წელს გახდა. მან თანამდებობაზე პედრო პაბლო კუჩინსკი შეცვალა, რომელსაც ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news