20.9 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

საჯარო მოხელეთა ნაწილი ამტკიცებს, რომ მის გვერდზე ჰომოფობიური პოსტი სხვამ გააზიარა — GDI

- Advertisement -
- Advertisement -

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ინფორმაციით, საჯარო მოხელეთა ნაწილი, რომელთა Facebook-ზე ჰომოფობიური პოსტები ქვეყნდება, ამტკიცებს, რომ სხვამ დაუპოსტა ან ანგარიში მას არ ეკუთვნის. ამის შესახებ GDI კვლევაში სიძულვილის ენა საჯარო სამსახურში საუბრობს.

ორგანიზაცია რამდენიმე საჯარო სამსახურს ასახელებს, სადაც დისციპლინარულმა საბჭომ დასაქმებულების ეს არგუმენტი გაითვალისწინა და არ დაიწყო დისციპლინარული წარმოება. მათ შორისაა ქუთაისის მერია და თაცდაცვის სამინისტრო.

GDI წერს, რომ ქუთაისის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნუგზარ ხუციბერიძემ სოციალურ ქსელში გააზიარა სიძულვილის ენის შემცველი და ჰომოფობიური შინაარსის პოსტი, რომელშიც ლგბტ თემი დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში იყო მოხენიებული.

ორგანიზაციის განცხადებით, ქუთაისის მერიამ დისციპლინარული მოკვლევა დაიწყო. ნუგზარ ხუციბერიძემ მოხსენებითი ბარათში განმარტა, რომ მის ფეისბუკის გვერდზე არაავტორიზებული ჩარევა მოხდა და მის ნაცვლად სხვამ გააზიარა როგორც სადავო პოსტი, ისე რამდენიმე სხვა უცენზურო სიტყვების შემცველი განცხადება. ამასთან, ნუგზარ ხუციბერიძის მიერ ხელმოწერილ მოხსენებით ბარათში ეწერა, რომ იგი კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციულ თუ ჰომოფობიურ მიდგომას.

GDI ამბობს, რომ გარდა ახსნა-განმარტებისა, ქუთაისის მერიამ მათ მიერ განცხადებასთან ერთად წარდგენილი ე.წ. screenshot-ის ავთენტურობაზეც იმსჯელა, რომელთან დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ ვერ დგინდებოდა სურათის ავთენტურობა. ამ მიზეზისა და ნუგზარ ხუციბერიძის მიერ გაკეთებული განმარტების გამო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი ვერ დასტურდებოდა და დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი არ არსებობდა.

GDI-ს ინფორმაციით, სიძულვილის ენის შემცველი და ჰომოფობიური პოსტები გააზიარეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, ია ნახუცრიშვილმა, კობა კოპალეიშვილმა, ბაადურ ზოიძემ და ზვიად ხუბაშვილმა. მათი ნაწილი ლგბტ პრაიდის არჩატარების აუცილებლობას ეხებოდა და ეწერა, რომ “საქართველოში მხოლოდ ერთი — საქართველოს შეიარაღებული ძალების აღლუმი ჩატარდება!”. ასევე იყო პოსტები, სადაც ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ დაავადებად იყო მოხსენიებული, ლგბტ ადამიანები კი შეურაცხმყოფელი სიტყვებით.

როგორც GDI წერს, სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება და დადგინდა, რომ ეს თანამშრომლები მათი სახელით რეგისტრირებული სოციალური ქსელის გვერდით არ სარგებლობენ, რის გამოც დისციპლინური გადაცდომის ფაქტები არ იკვეთება.

GDI აცხადებს, რომ გაურკვეველია, რას გულისხმობს სამინისტრო, იმას, რომ აღნიშნული ანგარიშები ყალბია, თუ იმას, რომ მათი თანხმობით ამ პროფილებს სხვა პირები მოიხმარენ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროფილები ყალბია, საინტერესოა, დაინტერესდნენ თუ არა ისინი ამ ანგარიშების წარმომავლობით და დანიშნულებით.

კვლევა ჩატარდა 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 30 ივნისამდე პერიოდში და მის ფარგლებში ორგანიზაციამ გამოიკვლია საჯარო უწყებებში დასაქმებული პირების საჯარო განცხადებები.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news