18.4 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

ევროპული საქართველო ტაქსების რეფორმის გაუქმებას ითხოვს

- Advertisement -
- Advertisement -

ევროპული საქართველო აცხადებს, რომ თბილისში ტაქსების რეგულაციის რეფორმა ჩაშლილია და მის გაუქმებას ითხოვს. აღნიშნული განცხადება პარტიის ოფისში გიორგი გაბაშვილმა და გიორგი კანდელაკმა გააკეთეს.

“მერიას ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ტაქსების რეგულაცია გამოიწვევდა სამუშაო ადგილების დაკარგვას. ეს ცრუ რეფორმა არის ჩაშლილი. საინტერესოა, რას ეუბნება თბილისის მერია 30 ათასზე მეტ ტაქსის მძღოლს, რომელიც თავად აღრიცხა, რატომ არ აქვთ უფლება ფერად ტაქსებს ქუჩაში აიყვანონ მგზავრი, რატომ უნდა დარჩნენ მათი ოჯახები შემოსავლების გარეშე და რატომ განახორციელეს საერთოდ რეფორმა, რომლის შედეგიც არის სამი და სამივე არის კატასტროფულად ცუდი”, — განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის მერიის მიერ გადადგმული ნაბიჯები გაუაზრებელი იყო, რომელიც “ადამიანის სიღარიბეზეა ორიენტირებული”. გიორგი კანდელაკის განმარტებით, ევროპული საქართველო პარლამენტში და საკრებულოში აფრთხილებდა მერიას, რომ ტაქსების რეგულაციები არ აემოქმედებინათ:

“არ მახსენდება ამ მასშტაბით ჩაძვრომა ჩვენი მშრომელების ჯიბეში… ეს მავნებლური რეგულაციები ერთის მხრივ, აძვირებს მგზავრობას, მეორეს მხრივ კი, გაზრდის უმუშევრობა”.

პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში შევიდა. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება.

მერიის რეფორმებს ტაქსის მძღოლების აქციები მოჰყვა, ისინი ამბობდნენ, რომ თეთრად გადაღებვის შემთხვევაში ხარჯი მერიის მიერ გადაცემული ვაუჩერით სრულად ვერ იფარებოდა. გარდა ამისა, მათი განმარტებით, გადაღებილი მანქანის ფასი გადაუღებავთან შედარებით დაბალია. ამის შემდეგ მერიამ მძღოლებს გადაღების ნაცვლად ფირის გადაკვრა შესთავაზა.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news