16.6 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

დასაშინებლად დაგვიბარეს — გირჩი შინაგან საქმეთა სამინისტროზე

- Advertisement -
- Advertisement -

გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიციის სამმართველოში დაშინების მიზნით დაიბარეს. კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ შსს-დან მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც პირველ ოქტომბერს ტაქსების რეგულაცია გააპროტესტა.

“ძალიან მწარედ მოხვდათ და ამან გააღიზიანათ. მთელი დღის განმავლობაში გვიკავშირდებოდნენ ტაქსისტები და გვთხოვდნენ, აქციეს დაორგანიზებას. მგონია, რომ ეს არის დაშინების მცდელობა. არა ჩემი, არა ვახოსი, არა იაგოსი, არამედ სხვა ადამიანების, მათ შორის ტაქსის მძღოლებს. ვაიდა, ჩვენ გადავწყვიტოთ აქციების დაორგანიზება, მათ შეეშინდეთ ჩვენთან აფილირება. სხვა ახსნა ბუნებაში არაა”, — თქვა ზურა ჯაფარიძემ.

გირჩის წევრების თქმით, შსს-ში ოფიციალურ მიზეზად უთხრეს, რომ 2018 წელს კანაფის ფესტივალის საქმის დახურვის მიზნით იბარებდნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, ფესტივალის საქმეზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. მისი აზრით, პოლიციაში დაბარება, ზოგადად, გირჩის დაშინებას უკავშირდება.

“შეიძლება ეს იყოს შეშინება ნებისმიერ საკითხზე, თან გუშინ დამეთხვა ტაქსის თემა, რომელიც, როგორც ჩანს, მწარედ მოხვდათ. მანამდე არის ბიბლიური თავისუფლება, რომელიც სხვა მინისტრს ყელში აქვს გაჩხერილი. უფრო მგონია, რომ სხვა მხარდამჭერების დაშინების მცდელობაა”, — თქვა იაგო ხვიჩიამ.

პირველ ოქტომბერს ტაქსების რეგულაციის ამოქმედებიდან პირველ დღეს ჯაფარიძემ თბილისში “ფერადი ტაქსით” მუშაობა დაიწყო. იგი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობდა იმის შესამოწმებლად, დააჯარიმებდნენ თუ არა. მოგვიანებით, გირჩის ლიდერი პატრულმა 200 ლარით დააჯარიმა. მისი აზრით, ახალი რეგულაცია ადამიანის საკუთრების უფლებას არღვევს.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news