18.4 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

ჩემს დროს აღდგა ძალიან ბევრი ქართული ტრადიცია — მიხეილ სააკაშვილი

- Advertisement -
- Advertisement -

“ჩემ დროს აღდგა ძალიან ბევრი ქართული ტრადიცია”, — ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი თავის მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. აღნიშნულ მიმართვაში მან ისევ ისაუბრა თავის ტრადციულ ფასეულობებსა და მათ პატივისცემაზე:

“[ჩემ დროს] ძალიან ბევრ ქართულ ძეგლს დაუბრუნდა პირვანდელი სახე. ჩემთვის პრინციპის საკითხი იყო ბაგრატის აღდგენა. გახსოვთ, როგორ დამცინოდნენ ბაგრატის აღდგენაზე? რა ყაყანი ჰქონდათ ზუსტად იმათ ატეხილი, ვინც ახლა დასცინი ჩვენს ხალხს”.

მისივე თქმით, პრორუსული ძალა სპეკულირებს ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებით და ყველა დასავლური ორიენტაციის საღი ძალა უნებლიე კონფლიქტშია ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან.

სააკაშვილს ჰგონია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოში დასცინის ყველაფერ ქართულს და “სვეცკურად” ზემოდან უყურებს ხალხს”, რითაც პუტინის საქმეს აკეთებენ:

“იმიტომ, რომ პრაქტიკულად ხელში უგდებს ჩვენი საზოგადოების ძაან მნიშვნელოვან ნაწილს ვასაძეს, ინაშვილს და სხვა პირდაპირ აგენტებს, საქართველოს მტრებს”.

მისივე თქმით, საუბარი არაა პიროვნულ დაპირისპირებაზე და ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ის მზადაა ყველასთან ითანამშროლოს:

“მე მგონია, რომ აქ არ არის პიროვნულ დაპირისპირებაზე ვინმესთან საუბარი. სიმართლე უნდა ითქვას და რაღაც მომენტში ყოველთვის თავს ვიკავებდი. მაგრამ ამდენი ტყუილისა და უბედურების შემდეგ ხალხს უნდა გაერკვია სიმართლე, რაც არის ფუნდამენტური განსხვავება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვითანამშრომლებთ ყველასთან. ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ ერთი უბედურების წინააღმდეგ”, — აღნიშნა სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ყოფილ თანაგუნდელთან და ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავება აქვს, რადგან ჯვარს ატარებს. მან, ასევე, რელიგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა გიგა ბოკერიას ბრალს დასდო “ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისაგან დისტანცირებაში”.

სააკაშვილის ამ განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ როგორც ევროპულ საქართველოში, ისე ნაციონალურ მოძრაობაში. განცხადების გამო პარტია ნინო ლაპიაშვილმა დატოვა.

ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ “ჩვენს გენში ზის ტრადიციები და მას ვერანაირი ლიბერალური მიდგომით ვერ ამოშანთავ”. გრიგოლ ვაშაძემ კი აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიაა.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news