14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

“სამართალდამცავი სისტემის ბიუჯეტი “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მუშაობას ხმარდება” – აბესაძე საიდუმლო შესყიდვებზე | Rustavi2

- Advertisement -
- Advertisement -

ნდობის ჯგუფის ფორმატში დეპუტატები ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ. კანონმდებლებმა ფინანსთა მინისტრისგან ძალოვანი სტრუქტურების საიდუმლო შესყიდვების შესახებ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინეს.

“ნდობის ჯგუფი ესაა მაგალითი, სახელმწიფოებრივად და სახელმწიფო ინტერესებისთვის როგორ უნდა ითანამშრომლოს ოპოზიციამ და უმრავლესობამ. ჩვენ, ფინანსთა სამინისტრომ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, თუ რა იქნება 2020 წლისთვის გათვალისწინებული ამ საიდუმლო შესყიდვების ნაწილში. მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული და კონსტრუქციული,”- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიცია შეხვედრით უკმაყოფილოა. “ევროპული საქართველო”-ს წევრი ირაკლი აბესაძე მინისტრისგან მეტ კონკრეტიკას ითხოვდა. ის, ასევე, ეჭვობს, რომ თანხების ათვისება გამჭვირვალედ არ მოხდება და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

“არ მომეცა საშუალება შინაარსიანად შევაფასო, თუ რა ტიპის საიდუმლო საქმიანობასა და საიდუმლო საბიუჯეტო ხარჯვას განახორციელებს სამართალდამცავი სისტემა და თავდაცვის სამინისტრო. სამართალდამცავი სისტემის საბიუჯეტო ხარჯები ხმარდება იმ მიზანს, რომელიც არ არის სამართალდამცავი სისტემისთვის კანონით მინიჭებული, ეს არის, ძირითადად, პოლიტიკური ამოცანების შესრულება, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მუშაობა,”- განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ საიდუმლო ნაწილი საერთო ბიუჯეტის ძალიან მცირე ნაწილია და მხოლოდ ისეთ შესყიდვებს შეეხება, სადაც მის გასაიდუმლოებას კანონმდებლობა ითხოვს. 

- Advertisement -
Rustavi2.gehttp://www.rustavi2.ge
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.“

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news