15.9 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

“შეწყალების სანაცვლოდ კრიმინალური ავტორიტეტები ხელისუფლების დავალებებს ასრულებდნენ” – გივი თარგამაძე  | Rustavi2

- Advertisement -
- Advertisement -

უკრაინაში მოკლული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, შოთა ჭიჭიაშვილის ამნისტიით გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მათი განცხადებით, მთავრობას კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეთანხმება ჰქონდა.

ყოფილი დეპუტატი, გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ შეწყალების სანაცვლოდ კრიმინალური ავტორიტეტები ხელისუფლების დავალებებს ასრულებდნენ. თარგამაძის თქმითვე, ჭიჭიაშვილი მასზე მოწყობილ აფეთქებაშიც მონაწილეობდა.

“პროკურატურამ დამიდასტურა, რომ მონაწილეობდა ნამდვილად, იმიტომ, რომ ფიქსირდება კამერებში ჩემს სახლთან. ეს იყო ამ ხელისუფლების შეთანხმება ამ ჯგუფთან, რომ თავისუფლების სანაცვლოდ მათ იყენებდნენ სწორედ ასეთ საქმეებში,”- განაცხადა თარგამაძემ

უმრავლესობა ამ პასუხიმგებლობის აღებაზე უარს აცხადებს და ოპოზიციას მეტი კონკრეტიკისკენ მოუწოდებს.

“ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეიძლება შეეხოს ამნისტია, შეწყალება და ასე შემდგომ, შესაძლებელია, რაღაცა კონკრეტულ უკანონო ქმედებასთან მიმართებაში ასოცირებული აღმოჩნდეს. თუ არ ეკუთვნოდა ადამიანს სამართლებრივად, არ იმსახურებდა, რაიმე კონკრეტული საკითხია, რის გამოც რაიმე დარღვევა მოხდა და ასე შემდგომ, თუ ამაზე საუბრობენ და ამაზე ექნებათ საუბარი, მაშინ კონკრეტულ ფაქტებზე უნდა ისაუბრონ,”- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა

შოთა ჭიჭიაშვილის სახელი, რომელიც 2 ოქტომბერს, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა, არაერთ კრიმინალურ ისტორიას უკავშირდება. შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის, ყაჩაღობისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის გარდა, ის პანკისში წლების წინ მომხდარი გატაცებების ერთ-ერთი ავტორია.

- Advertisement -
Rustavi2.gehttp://www.rustavi2.ge
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.“

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news