16.6 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

ობსერვატორიის მომავალი

- Advertisement -
- Advertisement -

აბასთუმნის ობსერვატორია, რომელიც ილიაუნის შემადგენლობაში იყო, განათლების სამინისტროს ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება. მთავრობის დადგენილებით, ილიაუნის ობსერვატორიის მართვის უფლება ჩამოერთვა.

ილიაუნიში აცხადებენ, რომ სამეცნიერო დაწესებულების მომავალზე ჯერ არაფერი იციან, თუმცა შეატყობინეს, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება. ობსერვატორიის გამოყოფის გარდამავლი პერიოდი კი 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში სკეპტიკურად შეხვდნენ და ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირეს. ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ სურს 2019 წლის გაზაფხულიდან ჩაატაროს ექსპერიმენტი და აბასთუმანი ელექტრომანქანების რეგიონად აქციოს. ექსპერიმენტის დაფინანსებას კი ივანიშვილი თავისი ხარჯებით აპირებდა. ის წინა წლის აგვისტოში რეგიონშიც იყო ჩასული და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის გეგმებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ქველმოქმედებასა და ინვესტიციებს უკავშირებს. მისივე თქმით, ოპოზიციას ორმაგი სტანდარტები და “პოლიტიკური უმადურობა” ახასიათებს.

“არაერთი ქალაქის რესტავრაცია, ტაძრების რესტავრაცია, ეკონომიკური პროექტების დაფინანსება, მან [ბიძინა ივანიშვილმა] სრულიად უანგაროდ გააკეთა. მათ [ოპოზიციას] არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, როდესაც ეს ხდებოდა მათი ხელისუფლების დროს და დღეს ძალიან კრიტიკულები გახდნენ, როდესაც ხელისუფლებაში აღარ არიან”, — აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი და ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ როდესაც ქვეყნისთვის სიკეთე კეთდება, სჯობს, “ზოგიერთ ოპოზიციონერს არ მოვუსმინოთ”.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ, რომ 80 წლის ობსერვატორიის ცალკე სსიპ-ად გამოყოფა შემდგომ განვითარებასა და საერთაშორისო ჩართულობის ხარისხის ამაღლებას უკავშირდება.

“ფინანსური და სხვადასხვა რესურსის გაძლიერებით, ობსერვატორია ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე”, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული ადგილი განათლებასა და მეცნიერებას დაეთმობა:

“მცირე მთავრობის კონცეფცია არის მთავარ პრიორიტეტი. მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისები. ჩვენი აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი და უნიკალური სამეცნიერო ცენტრი… მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება”.

ქართული ოცნების ყოფილი წევრი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე ობსერვატორიის, როგორც ცალკე სტრუქტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, აღნიშნული ობიექტი ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული განვითარებისთვის ღირებულია და ის გადაწყვეტილებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს.

კობერიძის პოზიციას ნაწილობრივ იზიარებს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა. ის არ გამორიცხავს, რომ ობსერვატორია, საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება:

“ვიცით, რომ აბასთუმანში ის გარკვეულ პროექტებს ახორციელებს და ვხედავთ, რომ არანაირი შემაკავებელი ბერკეტი მის წინააღმდეგ არ არსებობს. ეს ადამიანი თვლის, რომ საქართველო მისი პირადი შპს-ია”.

“აბასთუმანთან დაკავშირებით ვხედავთ, რომ გარკვეული ინტერესი აქვს ბიძინა ივანიშვილს. ეს ობსერვატორია იქ მდებარეობს. მე იმედი მაქვს, რომ, ვის საკუთრებაშიც არ უნდა იყოს, მის გეგმებში შედის ხელი შეუწყოს ამ ობსერვატორიის განვითარებას”, — აღნიშნა კობერიძემ.

თავისუფალი ბაზრის იდეის მომხრე პარტია გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ობსერვატორიისთვისა და ილიაუნისთვისაც საუკეთესო ვარიანტი პრივატიზებაა. თუმცა ამ შემთხვევაში ის ობიექტის ილიაუნიში დარჩენის მომხრეა:

“ილიას უნივერსიტეტი არის ნახევრად სახელმწიფო სტრუქტურა და უკეთესია, ვიდრე სრულად სახელმწიფო სტრუქტურა. ალბათ, მაგ შემთხვევაში ჯობია, რომ ილიას უნივერსიტეტს დარჩეს. ზოგადად, გასაყიდია ილიას უნივერსიტეტი და ობსერვატორიაც. მე რატო უნდა ვიხადო იმაში გადასახადები, რომ ან უნივერსიტეტი შევინახო ან ობსერვატორია”.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news