20.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

როგორ გახდეთ “შმAXI-სტი”

- Advertisement -
- Advertisement -

გირჩმა გადაწყვიტა ტაქსების რეგულაცია “საგანმანათლებლო ბიზნესით” გააპროტესტოს. “თავისუფლების იდეის გასავრცელებლად” პარტიამ შმAXI შექმნა. “დიპოლიანი მძღოლები” თბილისის ქუჩებში ხვალიდან იმოძრავებენ და მგზავრებს სალექციო კურსს შესთავაზებენ. გირჩში უნდათ, რომ შმAXI-ის მძღოლებმა მგზავრებს აუხსნან “რას ნიშნავს თავისუფლება ჩვენი გაგებით, როგორ ვუყურებთ თავისუფლებას, რა ბოროტებაა რეგულაციები და ზოგადად ადამიანების შემზღუდავი კანონმდებლობა”.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, მძღოლი მთავარია ორ პირობას აკმაყოფილებდეს, ჰქონდეს მართვის მოწმობა და ადამიანებისთვის თავისუფლების იდეის გავრცელების სურვილი. იმ მძღოლებისთვის, ვინც მზად არაა მგზავრს თავად ესაუბროს გირჩს წინასწარ გამზადებული აუდიო სალექციო კურსი აქვს.

“ვეცდებით, რომ საბჭოთა ცნობიერების ადამიანის განსაბჭოება მოხდეს. ეს ლექციები მიმართული იქნება იმისკენ, რომ ჩვენ დავძლიოთ საბჭოთა წარსული, გამოვიდეთ კომუნიზმიდან და განვთავისუფლდით უაზრო იდეებისგან… ლექციების ძირითადი ნაწილი ნობელიანტი მწერლებისაა, რომლებსაც ბევრი უმსჯელიათ თავისუფლების იდეაზე. ლექციები იქნება ბევრი სახის, ძირითადად თარგმანები ცნობილი მეცნიერების გამოსვლებიდან”, — ამბობს On.ge-სთან საუბრისას იაგო ხვიჩია.

პარტიაში ამბობენ, რომ, როგორც სხვა ტაქსის კომპანიები, ისინიც მომსახურებას ყიდიან, არ ჰყავთ მანქანები, არ უზრუნველყოფენ საწვავს და სხვა დეტალებს. ტაქსის გამოსაძახებლად აპლიკაციის შექმნას აპირებენ, მანამდე კი ცხელი ხაზი ამოქმედდება.

“ადამიანები დაინახავენ შმAXI-ის ტრაფარეტიან მანქანას და უნდა ესმოდეთ, რომ ეს მანქანა არის ისეთი მანქანა, სადაც ადამიანები იღებენ განათლებას, ანუ საგანმანათლებლო პროექტში არიან და მათ მოუწევთ მოისმინონ თავისუფლების იდეების შესახებ და ამაში გადაიხადონ საფასური”, — განმარტავს იაგო ხვიჩია.

საგანმანათლებლო ტაქსიში ფასიც განსხვავებულად ანგარიშდება. საცდელი პრინციპის მიხედვით, ტარიფი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ლექციას რამდენი ხნის განმავლობაში უსმენდა ადამიანი.

“ლექციების საბაზისო პაკეტი გამზადებულია და მას დაემატება სხვა ლექციები იმის მიხედვით თუ რა სიგიჟეებს მოიმოქმედებს მთავრობა”, — თქვა იაგო ხვიჩიამ.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news