16.6 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

ცქიტიშვილი ხაზარაძეს დებატებში იწვევს, ხაზარაძე უარზეა და ივანიშვილთან დებატებს ითხოვს

- Advertisement -
- Advertisement -

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც დღეს სექსისტურად მოიხსენია, დებატებში იწვევს. ხაზარაძე უარზეა და ქართული ოცნების დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან ითხოვს დებატებს.

“თუ მას არ შერცხვება იმის შემდეგ, რაც დღეს იკადრა, თვალებში ჩამხედოს და დაჯდეს დებატებში, მე, რა თქმა უნდა, თანახმა ვარ ვისაუბრო როგორც რიცხვებზე, ასევე, ქვეყნის განვითარებაზე”, — ამბობს ცქიტიშვილი.

თუმცა, ხაზარაძე ფიქრობს, რომ ცქიტიშვილს ხმა მაშინ უნდა ამოეღო, როცა ყოფილი შინაგან საქმეთა და მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესმენს ემუქრებოდა.

“ცქიტიშვილთან სადებატო არაფერი არა მაქვს, თუ ბიძინა ივანიშვილი გამოვა დებატებზე, სიამოვნებით დავუჯდები და როგორც დღეს ვთქვი, თუ შვიდი წლის განმავლობაში სად მიიყვანა მისმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა”, — განაცხადა ხაზარაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

დღეს, 3 ოქტომბერს თიბისი ჯგუფისა და მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს ინფრასტრუქტურაზე და შესაძლოა, კარგად აცხობდეს ხაჭაპურს. მოგვიანებით მან განმარტა, რომ თანასწორობა მისთვის მნიშვნელოვანი პრინციპია და დროა ხაჭაპურზე საუბარი დასრულდეს.

პასუხად ცქიტიშვილმა თქვა, რომ ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად აცხობს ხაჭაპურს და კარგად აკეთებს მის საქმეს. მან ახალგაზრდა გოგოებს მოუწოდა, არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებსა და დამოკიდებულებას, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რაც უყვართ და მიხედონ თავის ოჯახსა და ქვეყანას.

ამავე თემაზე:

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news